Masters` Collection – B I A F F

დიდოსტატთა კოლექცია ყოველთვის განსაკუთრებული კინო სიახლეებით გამოირჩევა, სწორედ ბათუმის ფესტივალის წყალობით მაყურებელმა დიდ ეკრანზე იხილა წინა წლებში, კიმ კი დუკის, ლარს ფონ ტრიერის და სხვა კინო რეჟისორთა ფილმები. (ამ რეჟისორებს განსაკუთრებით იმიტომ გამოვყოფ, რომ ისინი ჩემი საყვარელი რეჟისორები არიან და განსაკუთრებული მოლოდინით ველოდები მათ ახალ ნამუშვრებს. დღემდე მომყვება სწორედ ბიაფფზე ნანახი “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” შთაბეჭდილებები. მართალია წელს ისინი ბიაფის პროგრამის სიაში არ მოხვდნენ, მაგრამ მაინც საინტერესო ფილმები ვიხილეთ ამჯერად სხვა რეჟისორების შემოქმედებიდან ).

წელს ფესტივალზე ვიხილეთ ბელგიელი ძმების ჟან-პიერ და ლუკ დარდენების ფილმი ახალგაზრდა აჰმედი და ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის “უკაცრავად ვერ მოგისწარით“.                                                                                                                                          lXc4yDw34lYKehSQ8RK1P2R4pbR

ფილმში “ახალგაზრდა აჰმედი” როგორც დარდენებს სჩვევიათ  გამოკვეთილია ერთი პრობლემა, მთავარი პროტაგონისტი და მოვლენები, სწორად მის ირგვლივ ვითარდება. რელიგიური გავლენებისგან შეპყრობილი მუსლიმი მოზარდი აჰმედი იმამის იდეალებს იჯერებს, რის გამოც კონფლიქტში მოდის მასწავლებელთან, როგორიც იმამის თქმით, არ უნდა იყოს ქალი და მის წინააღმდეგ მოქმედებს. კინოსურათი წარმოაჩენს რელიგიური ფანატიზმის შედეგს მოზარდის ფსიქოლოგიაზე, რაც მას ანგრევს, როგორც პიროვნებას და არ აძ₾ევს საშუალებას იცხოვროს როგორც ჩვეულებრივმა ბავშვმა. პირველი კოცნის ეპიზოდიც კი, რომელიც მოზარდი გოგოს ინიციატივით ხდება უსიამოვნოა აჰმედისთვის, ის თავს ცოდვილად მიიჩნევს, რადგან ეს ქორწინების გარეშე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ისიც არაა გულგრილი გოგონას მიმართ, ის მაინც გაურბის ამ ფაქტს, ის გაურბის და ეწინააღმდეგება ყველაფერს რაც “მოძღვრის” აზრით, ითვლება ცოდვად. “მოძღვრის” აზრი კი აჰმედისთვის პირველადია, მას საკუთარი აზრი არც გააჩნია, ის გავლენების “მსხვერპლია”. ეს შემაწუხებელია ოჯახისთვის, მასწავლებლებისთვის. განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანისთვის. დარდენების ხელწერა ამ ფილმშიც იგრძნობა, აღსანიშნავია, ის რომ დარდენები ძირითადად მოზარდებს ირჩევენ მთავარ პერსონაჟებად და მათ ირგვლივ ქმნიან სიუჟეტს. მეტწილად მათი ფილმები სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს აშუქებს. ამ შემთხვევაში კი რელიგიური ფონი ხდება მთავარი საკითხი პერსონაჟის ისტორიაში. სიწმინდის იდეალებიდან მასწავლებლის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის გზა მონანიებით სრულდება. (ეს სცენა მახსენებს ბრიტანული ფილმის “ნეტარების ხუთ წუთის” სიუჟეტს – გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ფილმი ლაიამ ნისონის მონაწილეობით, ამ ფილმშიც მსხვერპლის არჩევა რელიგიის სახელით ხდება).

აჰმედი, რომელიც მასწავლებლის სახლში შეღწევას ცდილობს მის დასაზიანებლად ძირს ეცემა და მოძრაობაც აღარ შეუძლია. ის მხოლოდ იმას ახერხებს რომ მიუახლოვდეს ისეთ ადგილს, რომელსაც ხელში დარჩენილ დანას მიარტყამს და ხმას გამოსცემს, ეს ერთგვარი სიგნალი იქნება, რომლითაც ის დახმარების გამოძახებას ცდილობს. ჩნდება დამხმარე სუბიექტი- არცმეტი არც ნაკლები, მასწავლებელი, რომელიც სახლის კარიდან გამოდის და ბიჭს უახლოვდება. ბიჭი, რომელიც აქ იმისთვის მოვიდა, რომ დაწყებული საქმე დაემთავრებინა და მასწავლებელი დაეზიანებინა, მის წინ ძირს დაგდებული პატიებას ითხოვს. გადმოვარდნის სცენამ, ტკივილმა, რაც მას ფანატიკურმა რელიგიურმა შეპყრობამ მოუტანა აჰმედი რადიკალიზმისგან გამოაფხიზლა და პატიება ითხოვა. ერთგვარი პარადოქსია, რომ “მსხვერპლად გამიზნული” მასწავლებელი მხსნელად იქცევა მისთვის. რელიგია კი საფრთხედ. რელიგიური დანიშნულება, რაც ადამიანის გაკეთილშობისკენ უნდა ისწრაფვოდეს, აქ საწინააღმდეგო მიმართულებას იძენს და გზიდან ცდება. აჰმედისთვის რელიგია არა თავშესაფრად, არამედ ციხედ იქცევა, რომლის ტყვეობაშიც ექცევა ის სრულიად გაუაზრებლად. თანაც საყურადღებოა ის, რომ მოზარდი იმ ასაკშია, როცა გავლენების ზემოქმების ძალა განსაკუთრებით მაღალია, იმისთვის რომ შეისრუტოს მოზარდმა ის და მცდარ გზას დაადგეს.

რელიგიის ამ კუთხით გაშუქება ერთგვარად რეჟისორების რელიგიურ ფობიას წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს შესაძ₾ოა არა ისლამის, არამედ ზოგადად რელიგიური გავლენის წინააღმდეგ გამოიხატებოდეს პერსონაჟის ისტორიის მაგალითზე. აჰმედი რელიგიის ტყვე და მისი იარაღი ხდება, რაც რელიგიური რადიკალიზმის ცუდ მხარეზე მიუთითებს. ფილმი ძალიან საინტერესოდ აშუქებს მოზარდის შინაგან ომს, მის გარდატეხას, მის გზას “რელიგიური ტყვეობიდან” დაცემულის მონანიებამდე.4928 (1)

აღსანიშნავია კენ ლოუჩის კინოსურათი “უკაცრავად ვერ მოგისწარით“, სადაც ერთი შეხედვით შეიცნობა რეჟისორის სტილი, თემატიკისიდამი ერთგულება. შემთხვევითი არაა კენ ლოუჩის და დარდენების ერთ პოსტში გაერთიანება, გარდა იმისა, რომ ისინი პროგრამაში თანმიმდევრობით იყო წარმოდგენილი, მათ თემატურად და სტილისტურადაც საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ. სოციალურ-ეკონომიკური ფონის ასახვა მთავარი პერსონაჟის ყოფაზე, დაუსრულებელი მცდელობები რეალობის გაუმჯობესებითვის ლოუჩის ფილმების მთავარ სლოგანად იქცა, პერსონაჟები ფარხმალს არ ყრიან და განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ თავიანთი მიზნის მიღწევას. რაც ცოტათი უტრირებულად მეჩვენება, როგორც ერთ-ერთ მის ფილმში “ჭია-მაია, ჭია-მაია”, სადაც პერსონაჟი მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სააგენტო მას შვილებს ართმევს , ის მაინც აგრძელებს ბავშვების გაჩენას მათი შენარჩუნების იმედითა და მცდელობით. ფილმში “უკაცრავად, ვერ მოგისწარით” კი მთავარი პერსონაჟი რიკი, რომელიც კრიზისულ სიტუაციაშია ცდილობს დამატებითი შემოსავალი იპოვოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. უმჯობესდება მისი შემოსავალი, მაგრამ უარესდება მისი ოჯახის მდგომარეობა. ერთგვარი უკურეაქცია ყალიბდება სამსახურსა და ოჯახს შორის. თითქოს ერთი მხარის “არასტაბილურობა”  კომპენსირდება მეორე მხრიდან. რაც რათქმაუნდა კარგი არაა. სამსახურის პოვნას არ მოაქვს არც რიკისთვის და არც მისი ოჯახისთვის სიმშვიდე, პირიქით მათ ცხოვრებაში ახალი პრობლემები ჩნდება. რიკი და მისი მეუღლე ყოფით რუტინაში ჩაფლული ადამიანები არიან , თუმცა მათ სიმშვიდეს არღვევს შვილის ქცევა, რასაც სხვა სადარდებელი შეაქვთ მათ ცხოვრებაში. მოზარდის მეამბოხეობა, სახლიდან წასვლა, მამასთან დაპირისპირება მათ ოჯახურ მდგომარეობას ცვლის, რის გამოც პატარა შვილი გოგონა მამის გასაღებს მალავს- თავის ქმედებას კი მოგვიანებით იმით ხსნის, რომ მამის სამსახურის გამოა რომ მათი ცხოვრება შეიცვალა. 

                    “გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო

გმირის პრობლემებს ახალი პრობლემა ემატება. სასოწარკვეთილი რიკი რობოტულ რეჟიმს მორგებული, მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა სამსახურისკენ მირბის, ოჯახი ცდილობს მის შეჩერებას თუმცა უშედეგოდ. გმირის უსუსურობა, თავგანწირვის მცდელობა აქაც ცოტათი ზედმეტი “გაზვიადებით” არის წარმოჩენილი. ნაცემი ნაგვემი, დამცირებული თავისივე შარდით მოსვრილი პერსონაჟი შვილისგან შესაცოდებელიც ხდება, ვაჟი ამდენი კონფლიქტის შემდეგ მამას ეკითხება – რამე ხომ არ სჭირდება და მის მიმართ სითბოსა და სიბრალულს ერთდროულად ავლენს. პერსონაჟი ძალიან “საცოდავის” როლში გადაჰყავს რეჟისორს. ასეთივე განცდა მქონდა მის სხვა ფილმებზე, პრობლემასთან გმირის გამკლავების მცდელობის გზაზე ლოუჩი მაქსიმალური მცდელობებით გმირს აყენებს რადიკალურ მდგომარეობაში. ეს მდგომარეობა ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები რეალურად აღქმადია და საკმაოდ დამაჯერებლად გადმოცემულიც, ცოტათი გაზვიადებულად მეჩვენება. თავგანწირვის უშედეგო მცდელობები გმირებს საწყალ მდგომარეობაში აქცევს. მინიმალიზმითაც შეძლებდნენ ისინი მაყურებლის ყურადღების მიქცევას. თუმცა ემოციური ლავირების დოზას ლოუჩი აშკარად აჭარბებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ფილმები ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

MV5BMjgyZjY4NmEtNjcxNy00YTlmLTgyOWYtY2ExMTg0YjNkNmFmXkEyXkFqcGdeQXVyMjk1NzAxNg@@._V1_SY1000_CR0,0,1333,1000_AL_.jpg

მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმები – BIAFF

short_film_ideas_header.png

ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის ყველაზე დიდი ინტერესით ქართველი მაყურებელი ელოდება ქართულ ფილმებს, რასაც დარბაზში მათი რაოდენობა მოწმობს. ყოველთვის სავსეა ქართული კინოს განვითარების ხილვის ინტერესის მქონე ადამიანებით კინოდარბაზი. წელს მოლოდინს გადააჭარბა მოკლემეტრაჟიანმა ქართულმა ფილმებმა, არამხოლოდ ჩემს მოლოდინს, არამედ ყველა იმ ადამიანისსა, რომელთანაც ამ თემაზე საუბარი მქონდა ფილმების ნახვის შემდეგ. მაყურებელმა ქართული კინოს განვითარებადი მომავალი დაინახა რამდენიმე ფილმის წყალობით. ამ ბლოგპოსტში ვეცდები მიმოვიხილო ფილმები, რომლებმაც ეს შეგრძნებები მოგვიტანა მე და დანარჩენ მაყურებელს.

 

ფილმი, რომელიც მთავარი პრიზით აღინიშნა მოკლემეტრაჟიანთა სექციიდან არის “ცხოველი” (ამირან დოლიძე) ის  საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.

მოქმედება ხდება გარეუბანში, სადაც ვხვდებით ქუჩაში უსაქმურ ბიჭებს, რომელთა ყოველდღიურობა ქუჩაში დგომა და კარტის თამაშია. კამერა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ირჩევს, დავით ფირცხალავას პერსონაჟს, რომლის ცხოვრებასაც ოჯახურ სივრცეშიც გვაჩვენებს.  ძმა, რძალი და “გარყვნილი” მამა ( რომელიც რძალს უთვალთვალებს აბაზანაში ბანაობის დროს, რასაც ამჩნევს მთავარი პერსონაჟი) ამ ოჯახის ნაწილია. მოხუცის ქმედების ხილვა პირდაპირ ასოციაციას იწვევს სათაურთან. ფილმში ვხედავთ ძაღლს, თუმცა ვფიქრობ, სათაური არა მისი გავლენა, არამედ მოხუცი კაცის ინსტიქტების პროექციაა.

რეჟისორი პერსონაჟს წარმოგვიჩენს სავალალო მდგომარეობაში და ძალიან უსუსურად, მას ისიც კი არ შეუძ₾ია, რომ 50 ლარი იშოვოს კლასელების შეკრებისთვის. თავისთავად ის, რა გზითაც ის ფულის შოვნას ცდილობს თავიდანვე განწირულია და კრახითვე სრულდება, ჩხუბში გადაზრდილი აზარტული თამაში პერსონაჟს აზარალებს. ის რჩება უფულოდ და ნაცემი. მთავარი გმირის სახით, რეჟისორი ძალიან კარგად სახავს იმ კატეგორიის ადამიანების ყოფას, რომლებიც ისე ცხოვრობენ, როგორც ფირცხალავას პერსონაჟი. ის არ არის უარყოფითი პერსონა, მას შეუძლია მაყურებელში თანაგრძნობა გამოიწვიოს თუმცა, ის იწვევს პროტესტის გრძნობასაც, რადგანაც ძნელია რაციონალურად შეხედო ფაქტს და თანაუგრძნო ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც ვერ პოულობს სწორ გზას, იმისთვის რომ კლასელების შეკრებისათვის ფული იშოვოს. ის მიმართავს უკიდურესად უღირს გზას და ძარცვავს იმ მიცვალებულის საფლავს, რომლის სატირალშიც თავად იყო, სადაც შეიტყო, რომ მიცვალებულს ოქროთი ასაფლავებდნენ. თავისთავად ეს ფაქტი მას საცოდავ არსებად წარმოაჩენს, თუმცა ამავედროს კრიტიკის ქარცეცხლში აქცევს, რადგანაც ვხედავთ, რომ ეს სტილია მისი ცხოვრების, ეს მისი არჩევანია, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არც პირდებოდა. ახლა კი როცა მას სჭირდება ფული ის ხელგაწვდილი სთხოვს ძმას დახმარებას, რომელიც უარით ისტუმრებს. შემდეგ კი ის ირჩევს უკიდურეს გზას გაძარცვოს მიცვალებულის საფლავი. ქუჩის ცხოვრების პროექცია ქართულ კინოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ამ შემთხვევაში რეჟისორი ახერხებს ისტორია გაამრავალფეროვნოს სხვა დეტალებითაც, რომლებიც უფრო მეტ სათქმელს აძ₾ევს ფილმს.  ფილმი არ გვაჩვენებს სწორი ცხოვრების ნიმუშს, თუმცა გვაჩვენებს იმას, როგორ არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და რა შედეგებს მოუტანს მას ფილმის პერსონაჟების მსგავსი ცხოვრებისეული არჩევანი, თუ რა სავალალო ყოფაში აგდებს, რაოდენ მცდარ ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს, რაც აზარალებს და ამცირებს მათ პიროვნებას.

data.jpg

საინტერესო და მრავალფეროვანი სიუჟეტებით იყო წარმოდგენილი ამ სექციის სხვა ფილმებიც მათ შორის: “ცუდი ხალხი”, რომელიც თანამედროვე ქართული კინოსთვის საკმაოდ ნაცნობი 90-იანების თემით გვიბრუნდება. ტყვიები, შვილისთვის წამლის ძიება იარაღის მუქარით, ძველ მეგობრებთან შეხვედრა – წარმოაჩენს თბილისის სამოქალაქო ომის გავლენას ადამიანურ ყოფაზე.

 

ამავე სექციაში წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმი “ბებო აქსო”– ქართველი ებრაელის ცხოვრებზე, რომელიც მეგი ბასილიამ გადაიღო თავისი ბებიის ცხოვრების შესახებ, რომელსაც სურს მაგრამ სესხების ქონა აფერხებს სამშობლოში საბოლოოდ დასაბრუნებლად. ძველი სიყვარული, ყოფითი მოვლენები ბებიას ცხოვრებას საინტერესოდ აშუქებს და დრამატულ ელფერს სძენს. ამ ფილმისგან განსხვავებით კომედიური ხასიათით გამოირჩევა “გაბანა” (გიგა ბაინდურაშვილი).

 

ფილმი ორი განსხვავებული ძმის ისტორიას გვაჩვენებს, სადაც ერთი სიტყვაძუნწი და მშვიდი პერსონაჟია, მეორე კი ბობოქარი, ენერგიული და აქტიური. სწორედ მისი დაბრუნება საზღვარგარეთიდან ქაოსში აქცევს ჯანო იზორიას პერსონაჟის ცხოვრებას და საბოლოოდ ძმებს შორის დაძაბულობის მიზეზადაც იქცევა.

           “ფილმში სოციალური თემატიკის ფონზე, ორი განსხვავებული ხასიათის ძმის ცხოვრებაა ასახული. ორივე შეუმდგარი ტიპია, მაგრამ მაინც აქვთ იმედი, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება. მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა, ოჯახი, ერთმანეთი, მაგრამ ერთ-ერთი ძმა ანუ ჩემი პერსონაჟი ისევ ევროპისკენ გარბის, რადგან ამ გზით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს. სამწუხაროდ, გარშემო ბევრი ასეთი ადამიანია.” – დავით როინიშვილი

Untitled

             ” ერთი წელია, ფილმის იდეა თავში მიტრიალებს. ის მაშინ გამიჩნდა, როცა ერთ საღამოს, სანაპიროზე ყოფნისას გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ზღვის ნაპირს მოუყვებოდა მეტალოდეტექტორით და ხურდებს, სამკაულს, ნივთებს აგროვებდა. დავინტერესდი და მითხრეს, რომ ასეთები ბევრნი არიან და ამით ირჩენენ თავს… გადაღების ლოკაციად ქობულეთი ავირჩიეთ, რადგან ეს არ არის ინდუსტრიული ადგილი, უფრო მეტად ჩაკეტილი სივრცეა თავის სოციალური პრობლემებითა და ყოფითი მდგომარეობით. ამ ისტორიაში ჩნდება უფროსი ძმა, თავქარიანი ადამიანი, რომელიც უმცროს ძმას სტაბილურ ცხოვრებას ურევს.” – გიგა ბაინდურაშვილი.

photo.jpg

“გაბანას” ჭრელი პერანგი ერთგვარი სიმბოლოა თავისუფლებისა. ფილმის სათაური კი ინსპირირებულია “დოლჩე და გაბანას” სახელით. უფროსი ძმა ამ პერანგის ჩუქებით კავშირის გაბმას ცდილობს ძმასთან, თუმცა მათ შორის დიდი სხვაობაა, ისინი აბსოლუტურად სხვანაირი პიროვნებები არიან. მათ სახლში უცხოელი წყვილი ცხოვრობს. ქალის მიმართ ყურადღებას იჩენს უფროსი ძმა, ის არ ითვალისწინებს არც იმას რომ ქალს ქმარი ჰყავს, არც სტუმართმასპინძლობის წესს, რომ წყვილი მის ჭერქვეშაა და ურცხვად აგრძელებს ქალის შებმას. იზორიას გმირის ცხოვრებაში ძმას ქაოსი, ჩხუბი, შეურაცყოფა შემოაქვს, რასაც ის ვერ ეგუება და მისი ცხოვრების ამრევ ძმას სახლიდან წასვლისკენ მოუწოდებს, გაწევ-გამოწევაში ძმა აღმოაჩენს, რომ დაკარგა დედის ნაჩუქარი ჯვარი, რასაც პერსონაჟი ძალიან შეწუხებული ხვდება. ამით ვლინდება, რომ ის პატივისცემას ავლენს დედის კულტის მიმართ, რომლისგან მიღებული ნივთი მისთვის ძვირფასია, ასევე საყურადღებოა, რომ ეს ნივთი რელიგიური დანიშნულებისაა, რითიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გმირი, რომელიც ჯვარს არ იშორებდა, ამით სცემდა პატივს რელიგიასაც. თუმცა ერთგვარი პარადოქსული დამოკიდებულებები იყრის თავს მასში, რადგანაც ამ ყველაფრის ფონზე, მისი დაუფიქრებელი ქცევა ოჯახში მყოფი ქალის მიმართ მას სხვაგვარ პიროვნებად ავლენს.

72083803_674431249703382_4443486045324967936_n

ქართული ყოფისთვის დამახასიათებელ ელემენტებს მოიცავს ფილმი “ტრადიცია”, რომელიც სოსო ბლიაძემ გადაიღო. ფილმი წარმოადგენს საქართველო-გერმანიის კოპროდუქციას და მასში ქართველ მსახიობებთან ერთად გერმანელი მსახიობებიც გვხვდება. ტრაგიკომიკური სიუჟეტის ცენტრში ორი უცხოელი ახალგაზრდა მამაკაცი ექცევა, რომლებიც საჭმელად რესტორნის ძიებაში აღმოჩნებიან ქართულ ქორწილში, სადაც ერთ-ერთი სტუმარი მიიპატიჟებს. სტუმართმასპინძლობის ტრადიცია, რომელიც თავიდან სასიამოვნოდ აღსანიშნავია ფილმის ყურებისას, უკურეაქციად იქცევა, როცა სუფრასთან მიწვეული უცხოელი მამაკაცები, ქართული სუფრისთვის დამახასიათებლად ზეწოლით სვამენ ძალიან ბევრს და გაირიყებიან სუფრიდან, მათ ირგვლივ მყოფთათვის მიუღებელი ქცევის გამო, რაც გულისხმობს მამაკაცების კოცნას. ჩვეულებრივი დრამა ნამდვილ ტრაგიკომედიად იქცევა, ქაოსსში ეხვევა ქორწილის მონაწილეები, ისინი უცხოელების ცემას აპირებენ, თუმცა მათ ერთ-ერთი ქართველი ეხმარება სიტუაციიდან გარიდებაში. ყველაზე დიდი პარადოქსი კი სწორედ ამ გაქცევის სცენას ახლავს, რადგან ქართველი მამაკაცი კოცნის ამჯერად უცხოელ სტუმარს. შემდეგ ნავით აცილებს მათ და გაჰყურებს მას. უცხოელი წინ და უკან იხედება თავის უცხოელ პარტნიორს გასცქერის, აქით კი ქართველს რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი გზას აგრძელებს. ფილმი წარმოადგენს ერთგვარ სარკეს, რომელიც ახედებს მაყურებელს რეალობაში.

რეჟისორმა საინტერესოდ წარმოაჩინა სტუმართმასპინძლობა, ქართველთათვის დამახასიათებელი მოლხენის ღრეობაში გადასული სახე, ერთსქესიანთა ურთიერთობისადმი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ერთიანად მსუბუქი კომიკური ელემენტებით საკმაოდ მომხიბვლელ ფილმად აქცია. ამ ფილმის ხილვის შემდეგ მქონდა ძალიან სასიამოვნო განცდა და წინასწარი შეგრძნებები ქართული კინოს სამომავლო განვითარების შესახებ. რაც ამ ფილმთან ერთად გაამყარა სხვა ქართულმა ფილმმა “კარს მიღმა” (რეჟისორი: ნიკა ქურდაძე).

CCA0B78B-3996-4958-829C-BB064904D52A.jpeg

ფილმი მხატვრის ირგვლივ ტრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების მასშტაბი ძალიან შეზღუდულია და ის ძირითად ერთ სივრცეში ხდება, ფილმის რიტმი და დინამიკა კი  ნელია, ის მაინც არ ქმნის მონოტონური, მოდუნებული ტემპის განცდას და გვაახლოებს პერსონაჟის ისტორიასთან და ჩვენც შევდივართ ამბის თანაგამცდელ როლში. მხატვარი კედლის მიღმა უკავშირდება მუნჯ კომპოზიტორს, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს. საინტერესოდაა გაბმული კავშირი ხილულ და უხილავ სამყაროს შორის, არამხოლოდ მაყურებლის თვალსაწიერიდან, არამედ პერსონაჟის ისტორიაში, სადაც ზურა პირველის გმირი ციხეში საკანში კედელზე შესრულებული ნახატით რეალურ სამყაროში ინაცვლებს. ხელოვნება, ამ შემთხვევაში მხატვრობა გვთავაზობს “სხვა უხილავ რეალობას”, რომელიც ხელშეუხებელია ციხის გუშაგებისთვის და რომელშიც მხოლოდ მხატვარს შეუძ₾ია იცხოვროს. შთამბეჭდავია ვიზუალური შთაბეჭდილება, რომელსაც მუქ შავ კედელზე დატანებული ნახატის გაცოცხლებით ქმნის რეჟისორი, შესანიშნავ ბუნებრივ სივრცეში, სადაც ზუსტად ისეთ სახლს ვიხილავთ, როგორიც მთავარი გმირის შესრულებულ ნახატშია. რეჟისორი აქ ხელოვნების უდიდეს ძალაზე მიგვანიშნებს, რომელსაც საოცარი ზემოქმედების უნარი გააჩნია, როგორც ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმში “ხელშეუხებელნი”  მთავარი პერსონაჟი ამბობს:

header

          “ხელოვნება ერთადერთია, რაც მარადიულ კვალს ტოვებს დედამიწაზე.” ხელოვანი კი მთავარი მოქმედი პირია, ამ კვალის დასატოვებლად.

C282CBA3-C095-42F1-BD8A-EB26D06055F5

და ბოლოს, ამ ბლოგპოსტში მოხსენიებული ფილმები, ერთგვარი წინასწარგანჭვრეტის საშუალებაა იმ იმედისათვის, რომ ჩვენ სამომავლოდ არამხოლოდ ბათუმის კინოფესტივალზე, არამედ უამრავ სხვა ფესტივალზე ვიხილავთ არაერთ ქართულ საინტერესო კინოსურათს. ვუსურვებ თითოეულ რეჟისორსა თუ ფილმს წარმატებას და უამრავ მაყურებელს.

shortfilms-slide

BIAFF – 2019 დასრულდა

1567090438529_0300x0250_1567091017943

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ცერემონია ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა, გამარჯვებულების გამოცხადების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, საღამო კახაბერისა და ხანუმების მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.

და რაც შეეხება გამარჯვებულებს:

BIAFF 2019-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის  თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ),   მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი),  რუსუდან გლურჯიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

–        გრანპრი –   და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი,  სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019

–        საუკეთესო რეჟისურა  –  ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019

–        საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კაიან აჩიკგოზი, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019

–        საუკეთესო მსახიობი ქალი – ჩემრე ებუზზია, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019

–        ჟიურის სპეციალური პრიზი –  „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019

threesisters_06

BIAFF 2019ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ქშიშტოფ  გიერატ (პოლონეთი) – ჟიურის  თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

–        საუკეთესო დოკუმენტური ფილმი –  „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019

–        ჟიურის სპეციალური პრიზი –  „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019  და  „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019

BIAFF 2019ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის  ჟიურიმ – ოთარ შამათავა – თავჯდომარე (საქართველო),  პოლ თილჯეს (ლუქსემბურგი),   დავიდ ლორენცი (გერმანია), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:

–        საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი –    “ცხოველი”ამირან დოლიძე, საქართველო, 2019

–        ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) –  გადაეცა  ორ ფილმს:

–        “იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019

–        “საზამთროს წვენი”, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019

BIAFF 2019-ის   ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

–        საუკეთესო მხატვრული ფილმი –  ოცნებების სასახლე“, 

რეზა მირკარიმი, ირანი, 2019

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

–       მანუჩარ შერვაშიძე (საქართველო)

–       პოლ შრედერი (აშშ)

–       დენის ლავანი (საფრანგეთი)

–       ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი)

 

 

სასიამოვნო იყო, რომ გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა ჩემი რჩეული ფილმებიც, მაგ: “ოცნებების სასახლე “, “სამი დის ზღაპარი”, თუმცა იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან არ აღინიშნა პრიზით რამდენიმე გამორჩეული კინოსურათი მათ შორის, მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმებიდან : “ტრადიცია ” (სოსო ბლიაძე) და “კარს მიღმა” (ნიკა ქურდაძე).

BIAFF- მა კიდევ ერთხელ გვაჩუქა სასიამოვნო შთაბეჭდილებებით სავსე ერთი კვირა და  დაგვემშვიდობა ერთი წლით.

FC – B I A F F

მხატვრული კინოს საკონკურსო სექციიდან ბიაფფზე წარმოდგენილი იყო არერთი საინტერესო ფილმი, მათ შორის : “სასიამოვნო გულგრილობა”   (კივანჩ სეზერი – თურქეთი 2018წ); “მბრძანებლის ხმა”  (გეორგი პალფი – 2018წ) და “სიზმრების ციხესიმაგრე” ( რეზე მირკარიმი – ირანი 2019წ).

 

              ფილმი “სასიამოვნო გულგრილობა” 2019 წ  გადაიღო ქივანჩ სეზერმა. აბსურდული კომედია ფსიქოლოგიური დრამის ელემენტებით მოგვითხრობს სამსახურიდან გათავისუფლებული ონურის შესახებ, რომელსაც დიდად არ აწუხებს უმუშევრობა, განსხვავებით მისი მეუღლის ბაჰარისაგან. კაცი ეძებს სამსახურს, მაგრამ რაღაც პოზიციებს იწუნებს, რასაც უკან დახევად თვლის თავის კარიერაში. სამსახურის თემა ქმნის კრიზისს ქორწინებაშიც. ცოლ-ქმრის ურთიერთობა დაპირისპირებაში გადადის, ამ დროს კი ჟღერდება ქალის უშვილობის თემაც, რაც ქალს სასტიკად აბრაზებს და სახლიდან მიდის. მარტო დარჩენილი ონური იაზრებს თავის ქცევას და ცდილობს მოძებნოს გზები ცოლთან შემორიგებისა. ის მიდის მასთან შეხვედრაზე, სადაც იგებს რომ ქალი ფეხმძიმედაა, ეს ინფორმაცია ერთგვარ პარადოქსად იქცევა, რადგანაც მათი კამათის დროს სწორედ შვილის არ ყოლა მოიხსენია ონურმა, მათი ოჯახური კრიზისის მიზეზად. ახლა ქალს აღარ უნდა შვილი. კაცი კი საქანელაზე მარტო რჩება…

 

ონური მარტო რჩება სამსახურის, ოჯახის გარეშე და მომავლის იმედის გარეშე, რომელიც გაჩენისთანავე ქრება, რადგანაც ცოლი უარს ამბობს ბავშვის გაჩენაზე. თუმცა არავინ იცის რა იქნება მომავალში. ოჯახური კრიზისის თემა ადამიანთა დამოკიდებულებების გავლით წარმოადგენს რეჟისორის მთავარ ინტერესს ფილმში და საკმაოდ საინტერესოდ ასახავს მას. ფილმში მონაწილეობს რამდენიმე ცნობადი სახე, რომლებიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში წარმოდგენილ ტელესერიალებში გვხვდება. (მათ შორის : Ece Dizdar; Seda Turkmen; Bülent Emrah Parlak)

MV5BZWRmNmZkNzUtZjQwYy00ZmZiLWEwMzMtNTY1YmNmODUzN2VkXkEyXkFqcGdeQXVyNjc3MTM4MjE@._V1_SY1000_CR0,0,693,1000_AL_.jpg               ძალიან საინტერესო და ექტრავაგანტული კინოსურათი წარმოადგინა გიორგი პალფმა სახელწოდებით “მბრძანებლის ხმა” . რეჟისორი წლების წინ ბიაფფს ჟიურის ამპლუაში სტუმრობდა, ამჯერად კი მისი ფილმი იყო წარმოდგენილი, რომელიც მან პოლონელი მწერლის, სტანისლავ ლემის ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. გამოსახულება, მთავარი პერსონაჟი, მისი შშმპ ძმა და სხვა გმირები ქმნიან საინტერესო ხაზს ფილმში. ფილმი გამოირჩევა არაორდინალური ტექნიკური სტილით და განვითარების ხაზით, რომელიც საოცარ დინამიკას ატარებს და არ გადუნებს ყურების დროს.

MV5BMzZkY2NjZDUtY2ZhMi00NGQwLTgyYzAtOTkyMWNlNDNjY2YxXkEyXkFqcGdeQXVyMTkyMTUwNzA@._V1_SY1000_CR0,0,706,1000_AL_.jpg

MV5BYjVmMDk3YTktYjNiMy00YTAzLWJkOTctZTg4NjdkMWE4ZjZhXkEyXkFqcGdeQXVyNzg3NjQyOQ@@._V1_.jpg

მთავარი პერსონაჟი პეტერი ჟურნალისტია, ის ეძებს მამას, რომელსაც ერთხელაც დოკუმენტურ ფილმში ამჩნევს, უნგრეთიდან გაქცეული მამა აღარ გამოჩენილა პეტერის ცხოვრებაში, სანამ თვითონ არ მოინდომა მისი მოძებნა და ამისთვის ამერიკაში წავიდა. კოსმიური ხმები და მამის ძიება რეალურ და ფანტასტიკურ სამყაროს აკავშირებს. პეტერი პოულობს მამას, შეხვედრის სცენა და შემდგომი განვითარება კომიკურ ელფერს იძენს. მამა ჩნდება და ქრება მისი ცხოვრებიდან, რადგანაც მას დამნაშავედ სცნობენ და აპატიმრებენ…

MV5BNjEyZDc2NzQtN2NiMy00MzNiLTk1N2MtNDVlZWFlNjFhOWFmXkEyXkFqcGdeQXVyMjM4MTE0NzQ@._V1_.jpg

კინოკრიტიკოსთა ჟიურის რჩეული გახდა ფილმი “ოცნებების სასახლე”  (2019), რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული კინოსურათი იყო ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმების სიაში. ირანული კინო ყოველთვის გამოირჩევა მრავალფეროვანი თემებით. რეზა მირკარიმიმაც საინტერესო თემა აირჩია ფილმისთვის. ფილმის პროტაგონისტად გვევლინება მამაკაცი ორი შვილით, რომელიც ბავშვებისთვის უცხო ქალთან ერთად მიდის გზაში. ქალს მის ბიზნესპარტნიორად მოიხსენიებს, ბავშვები თამაშისას მათ ადგილს უწოდებენ კომპანიას და ამ ყველაფერს ოჯახურ ელფერს აცლიან. კაცს მიჰყავს ბავშვები, მაგრამ უმისამართოდ. დაუსრულებელია გზა და ბავშვების იმედი, რომ შეხვდებიან დედას. დედა აღარ არსებობს, მამამ მისი აპარატიდან გათიშვის უფლება მისცა, მეტიც მისი გული გაყიდა კიდეც. ამ ინფორმაციის გაჟღერება თავდაყირა აყენებს, პერსონაჟის სიმართლეს. მანამდე ის დამნაშავედ ცოლს წარმოაჩენდა, რომელსაც სხვა კაცთან ურთიერთობას აბრალებდა. მას გაექცევა ახალი ცოლიც. მანქანა ძალიან მცირე სივრცეა მოვლენათა განვითარბისთვის, თუმცა ის საკმაოდ დიდი აღმოჩნდება იმ მოვლენებისთვის, რომელიც ფილმში ხორციელდება, როგორიცაა: ბავშვების ბიძიების გამოჩენა და ჩხუბი, რომლებიც დის სიკვდილს სიძეს აბრალებენ, ქალის წასვლა მანქანიდან, ბავშვებიც კი მანქანიდან გადადიან, რათა გაექცნენ მამას, მას შემდეგ რაც კაცი იპოვის მათ აბრუნებს მანქანისაკენ. გზა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მთავარმა პერსონაჟმა არ იცის სადამდე მიიყვანს უმისამართოდ სვლა.  ის ვერ ხედავს გზას, რომელიც დასასრულს უჩვენებს. ახლა მას ფარდა ახადეს, მისი ქცევები გამოავლინეს და მიატოვეს თავის სინდისთან მარტო…

  • მელიას დაეხმარე- ეუბნება ბავშვი მამას მანქანით დაჯახების შემდეგ –  თუ ღმერთი გწამს – ამ სიტყვებით ის ცდილობს იმ აზრს ჩაებღაუჭოს რომ მის მამას შეუძლია იყოს ჰუმანური.

MV5BY2M0NDEzODktOWM1MC00NDY3LWJlMTktMjU0NDA5ZGRjNDg0XkEyXkFqcGdeQXVyNjkxOTM4ODY@._V1_

ეს ფილმი ძალიან რთულია გამოისახოს სიტყვებით, აუცილებელია მაყურებელმა იხილოს და თავად განიცადოს პერსონაჟების ისტორია, რადგანაც ის მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვებით გადმოცემული ემოცია თუ შთაბეჭდილება.

MV5BY2VkOWM1OTEtNTRjYS00ZjRiLWI4NWQtZTFjOTUwMjViZGE4XkEyXkFqcGdeQXVyNjkxOTM4ODY@._V1_

 

 

 

 

“ქართული პანორამა” – B I A F F

PNG-1523343095

წლების განმავლობაში კინოფესტივალზე წარმოდგენილ კინო სიახლეებს გვერდს უმშვენებს ქართული კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კლასიკური კინოს ნიმუშებიც, რომლებიც ზოგჯერ მაყურებლისთვის სულაც არაა ძველი და პირველად ეძლევა მათი ხილვის საშუალება დიდ ეკრანებზე.

           “ქართული პანორამის სექციაში ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის იყო : 1963 წელს გადაღებული ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი  “თეთრი ქარავანი”,  ფილმი საინტერესო თხრობის სტილით მწყემსების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, გამოცდილი მწყემსი მარტია ცხვრებს სხვა მწყემსებთან ერთად ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება, მეცხვარის ცხოვრების ერთფეროვანი და რთული ყოფა მოსაბეზრებელი აღმოჩნებდა მარტიას შვილის გელასათვის. გელა შეპყრობილია ქალაქში ცხოვრების სურვილით, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ეთანხმება საყვარელი ქალი, ის ტოვებს მას. ქალაქში წასვლის იდეამ ის ყველას დაუპირისპირა. გელა მიატოვებს ცხვარს. გაფანტული ცხვრის ძიებაში ქარიშხლიან ამინდში იღუპება მარტია,  ქალაქიდან დაბრუნების შემდეგ გელა იგებს მამის სიკვდილის ამბავს, ძმა მას აბრალებს, ის კი აბობოქრებულ ზღვას გასცქერის და თავს იდანაშაულებს.

ფილმს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ადამიანის შრომის პოეტური ასახვისთვის. “თეთრი ქარავანი ” 1964 წელს კანის კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი საკონკურსო სექციაში, 55 წლის შემდეგ ის ისევ აჩვენეს ამავე ფესტივალზე.

 

ქართული პანორამას” სექციაში წარმოდგენილი იყო ირაკლი კვირიკაძის 2019 წელს შექმნილი ფილმი “ახალი გაფრენა სოლარისზე. ფილმი ეხება ნონკონფირმისტი მხატვრებისა და ანდრეი ტარკოვსკის ხელოვნებას. საინტერესოდ აწყობილი ვიზუალურ ეფექტებში ირევა ტარკოვსკის, ბრეიგელის და სხვა ხელოვანების კადრები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არასდროს გადაკვეთილან კვირიკაძის წყალობით ერთ სივრცეში მოგზაურობენ.

 

The end of Season – FC Biaff

49257813_276979892976209_7987138508986777600_n

ამ პოსტში ვისაუბრებ მხატვრული საკონკურსო სექციის ფილმის “სეზონის დასასრულის” (გერმანია, აზერბაიჯანი, საქართველო – კოპროდუქცია) შესახებ, რომელიც რეჟისორმა ელმარ იმანოვმა გადაიღო. ფილმი მოგვითხრობს აზერბაიჯანულ ოჯახზე, რომელიც სამი წევრისგან შედგება: მამა სამირი, დედა ფიდანი და 18 წლის ვაჟი მაჰმუდი. ისინი ოჯახის დამოუკიდებელი წევრების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათი ერთიანობა თავიდანვე დარღვეული ჩანს, რასაც თანაგრძნობის ნაკლებობა, ურთიერთგაგების დეფიციტი სდევს თან. სანაპიროზე ოჯახის გამგზავრება მათ ისტორიაში ცვლილებებს შეიტანს.

C7CFC986-BC4E-497B-959E-6F54D0A5D0B6

აღსანიშნავია, რომ ძალიან ეფექტურ ვიზუალურ ელფერს სძენს ფილმს პირველი და ბოლო კადრი (მონტაჟი: სოსო ბლიაძე), რომელიც საინტერესოა როგორც ვიზუალურად, ასევე იდეურადაც. უზარმაზარი კორპუსის ფანჯრებში ალაგ-ალაგ ჩნდება შუქი, რაც საინტერესო სანახავია, კამერა კი სადღაც ერთ-ერთი შუქის მიღმა გვახედებს ერთი ოჯახის ცხოვრების რუტინის სანახავად, ფილმის ბოლოს კი უკან გვაბრუნებს შუქის მბჟუტავი გამოსახულებების სანახავად ფანჯრებს მიღმა.

ელმარ იმანოვი თითქოსდა ანტონიონის გავლენას განიცდის , ბაქოში შავი ზღვის ნაპირას ხდება მოქმედება. ანტონიონის მსგავსად ისიც მთავარ თემად იყენებს ქალის გარიყვას. ზღვის სანაპიროზე ოჯახური გასეირნება ქალის გაუჩინარებით სრულდება. მოგვიანებით სანაპიროზე გარდაცვლილი კაცის გვამს პოულობენ, ფიდანი კი ხელმეორედ ჩნდება. მოქმედება უკვე ბინაში ვითარდება, სადაც ის იწყებს ისტორიების მოყოლას როგორ გადაარჩინეს მეთევზეებმა, ქმარი ხვდება რომ ეს მოგონილი ამბავია და ქალს რეალური ამბის მოყოლას სთხოვს, სამირს არ სჯერა მისი, ქალი ამჯერად ისეთი ისტორიის მოყოლას იწყებს, რაც მათთვის არც ისე სასურველია. ამის პარალელურად ვხედავთ მათი ვაჟის მაჰმუდისა და ახალგაზრდა გოგონას სასიყვარულო ისტორიის განვითარებას. ცოლ-ქმრის მშრალი დიალოგის შემდეგ, რომელსაც ვაჟიც ესწრება კამერა ღია სივრცეში ინაცვლებს, იმანოვი გვთავაზობს ღია დასასრულს.

84118DFD-B448-4356-B287-F42AC386A168

აზერბაიჯანელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, ელმარ ივანოვი, რომელიც ახლა გერმანიაში მოღვაწეობს თავისი სადებიუტო ფილმით “სეზონის დასასრული” წარსდგა როტერდამის საერთაშორისო კინო ფესტივალზე. ფილმმა იიღო FIPRESCI-ის კრიტიკოსების ჯილდო. ფილმში წარმოდგენილი პრეტექსტები მეტწილად წარმოაჩენს საზოგადოებში გაკიცხვის როლს.  ფიდანი თავისი გაუჩინარებით გვახსენებს ანტონიონის “თავგადასავლიდან” ლეა მასარის გაუჩინარებას. ეს ფილმი თითქოს ჩაძინებული ადამიანების გამოღვიებაა, რომელთა ახალი გამოფხიზლება სხვა მნიშვნელობას იძენს.  მთავარი გმირი იჩენს, ისეთ ეგზისტენციალურ ინერტულობას, როგორც ეს ხდება ანტონიონისთან იტალიურ საზოგადოებაში.

ფილმი წარმოადგენს აზერბაიჯანული ყოფის ამინდის რეპრეზენტაციას, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, წარსულის ტრადიციული გავლენების ტყვეობაში, თანამედროვე ლიბერალიზმთან ერთად, როგორიც დასავლეთშია. მთლიანობაში კინოსურათი საინტერესოა, რეჟისორი ახერხებს ცივად, მინიმალისტური გადაწყვეტის ხერხებით გვაჩვენოს აზერბაიჯანული ოჯახის ისტორია.

942EF506-F942-4158-AC1C-EB7584EFE366

დოკუმენტური კინო ბიაფფიდან

1567090438529_0300x0250_1567091017943.jpg

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი გრძელდება. წელსაც ფესტივალი გვთავაზობს საინტერესო პროგრამას, ზოგჯერ დროის სიმცირის გამო ჩვენდაუნებურად ვირჩევთ პროგრამული დროით ხელსაყრელ ფილმებს, ასეთები აღმოჩნდა დოკუმენტური ფილმი “კინომექანიკოსი” (იური შილოვი),  “სეზონის დასასრული” (ელმარ იმანოვი) და DC “მენკილერი” (ვალერი რედ-ჰორსი).

1562576255459_0620x0435_1562576299230

ამ ბლოგში მოკლედ მიმოვიხილავ დოკუმენტურ ფილმებს, “სეზონის დასასრულს” კი ცალკე პოსტს მივუძღვნი. დავიწყებ უკრაინელი რეჟისორის იური შალოვის “კინომექანიკოსი-თ”. შალოვმა კიევში დაასრულა უნივერსიტეტი,  “კინომექანიკოსი” მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, მისი სტილისთვის დამახასიათებელია მინიმალიზმი, ის მუსიკალურ ნაწილსაც მინიმალისტურად იყენებს და ამას უფრო კინემატოგრაფიულად მიიჩნევს. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ასაკოვან კაცზე, რომელიც დიდი ხანია კიევის უძველეს კინოთეატრში მუშაობს. კინოსამყაროში ბედნიერ ყოფას ართულებს ცხოვრებისეული დაბრკოლებები, მათ შორის ავადმყოფი დედის მოვლა, რასაც პერსონაჟი სიამოვნებით აკეთებს.  ფილმი ნოსტალგიური სცენებითაა სავსე მოხუცების ისტორიებით, სადაც კინოპროექტორი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. “მე მყავს ბევრი პენსიონერი მეგობარი – ჩემი მშობლები და ჩემი მეგობრები და მე ვხედავ, როგორ ცხოვრობენ ისინი” –  მათი ცხოვრების ინსპირაციით გადაიღო რეჟისორმა ეს ფილმი. კინოსურათი ცოტა დუნე იყო თავისი განვითარების ტემპით და რუტინული სცენებით.  რასაც ვერ ვიტყვით ამავე დღეს ნანახ “მენკილერზე”, რომელიც დინამიკით და მრავალფეროვანი, საინტერესო თხრობის სტილით გამოირჩეოდა. ფილმი მოგვითხრობს ჩეროკის ტომის ბელად ქალზე ვილმა მენკილერზე, რომელიც გამოირჩეოდა მებრძოლი სულით.  ქალთა თანაბარი უფლებების დაცვის სურვილით შეპყრობილი ვილმა ტომის ბელადის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მას ეჭვით უყურებდნენ ის მაინც გახდა ხალხის რჩეული და იქცა ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი მოღვაწეობით იგრძნო კეთილდღეობის გაუმჯობესება მისმა მოსახლეობამ.

Mankiller-FB.jpg

ფილმი საინტერესოდ აშუქებს ვილმა მენკილერის ცხოვრებას, როგორც ქალის,  მეუღლის როლში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ტომის ლიდერის როლში. ავადმყოფობის მიუხედავად ის იბრძოდა დაუღალავად კეთილი საქმის კეთებისთვის. მისი მოღვაწეობა დადებითად აისახა მისი ტომის ხალხის ცხოვრებაზე და ის იქცა შეუცვლელ ლიდერად. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ მანიჭებს დოკუმენტური კინო, ისეთ სიამოვნებას, როგორიც მხატვრულ კინოსურათს შეუძლია მომცეს, ეს ფილმი იყო საუკეთესო შემთხვევა, იმისა, რომ დოკუმენტური კინო საყვარელი ჟანრების სიაში შევიტანო. ფილმი საოცარი დინამიკით გამოირჩევა, მუსიკა, თხრობის სტილი, თემების ცვლილება საოცარ სინთეზს ქმნის და მაყურებელს არ აძლევს საშუალებას ყურადღება მოუდანოს ფილმის ყურებისას.

რეჟისორი ვალერი რედ-ჰორს მოლი ჩეროკის ტომიდანაა წარმოშობით. ის არის Red Horse Native Productions, Inc -ის მფლობელი და დამფუძნებელია. მისი კომპანია ცდილობს ამერიკელ ინდიელთა ტომების ისტორია წარმოაჩინოს ეკრანებზე.  ვალერი საკმაოდ დიდი ხანია მოღვაწეობს კინო და სატელევიზიო წარმოებაში.

EDITmankiller-925e82b5.jpeg

 

 

 

 

 

 

 

“Mankiller” – one of the best documentary from Biaff

When my choice is connected with cinematography, documentary and fiction films, I always choose fiction one. when I saw film “Mankiller” in Biaff program list, I was interested by synopsis and after reading it, I guess, that i exactly wanted to see this film, this was good decision, because I think, It is one of the best documentary, which I ever seen. It is deserve, not only film history which is really, very interesting, but style of storytelling, dynamic, narrative, what is depending on film director. Mankiller is a 2017 documentary film directed by Valerie RedHorseMohl.

MV5BMDg4NDEzZGQtNDEyZi00ODFjLWEzODMtYjcyYTg0ODViZDA4XkEyXkFqcGdeQXVyODkzNTQ0MTE@._V1_SY1000_CR0,0,683,1000_AL_.jpg

Film is about Wilma Pearl Mankiller ( November 18, 1945 – April 6, 2010), Cherokee activist, social worker, who became the first leader of his tribe. At first time, people don`t believe her possibilities, because she was woman and they thought, that woman can not be leader of tribe. Film shows us, the main aspects, of Wilma Mankiller life. We got information about his family, his two marriage, her social life, her illness. We see her, as the best example of humanity and powerful woman. She tried to show woman`s power and gender balance, that woman and man can make similar things. for example Wilma used women groups in technical, hard jobs.

Mankiller was laughing about Her surname, that people translated it as Man  –  killer 

“I want to be remembered as person, who helped us restore faith in ourselves.”

 

DcXuoQ-U8AArOV0

The Film gave a good, positive senses to viewers. After Screening i saw it in viewers emotions.

bdeb19ded83a0b7593a74fec3edf9e8b

The film won Best Documentary Feature at the Tulsa American and the Rome International Film Festivals, as well as the Stanford Video Award for Editing at the 2017 United Nations Association Film Festival.  It was also named Best of the Fest at the Palm springs international film festival.

“we must trust our thinking” – Wilma mankiller

Finally, i want to say that, this is best documentary and i recommend to everyone to watch the movie, to understand more about this remarkable person, as Wilma Mankiller was.

93352643bf3f43c03b3c7b0e88b44bf9.jpg

91RGg70BbsL

 

 

ტრანზიტი – მხატვრული კინო BIAFF

მხატვრული კინოს დიდოსტატთა სექციაში კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო გერმანელი რეჟისორის კრისტიან პეტცოლდის ფილმი “ტრანზიტი“. პირველი ეფექტი მთავარი პერსონაჟის ხილვას ჰქონდა, რომელიც საოცრად ჰგავს ხოაკინ ფენიქსს (Franz Rogowski) და მთელი ფილმის განმავლობაში ჩემდაუნებურად ვხედავდი ფილმში ფენიქსსაც. ასევე სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის Paula Beer -ის ხილვა ამავე ფილმში, რომელიც წლების წინ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილ კრის კრაუსის ფილმში “Poll Diaries-ის “ მონაწილეობდა, სადაც ის ჯერ კიდევ მოზარდი გოგონაა, რომელიც ძალიან საინტერესო როლში გვევლინება.

MV5BZGY1ZDYyNzItYmU0NC00YWZlLThjY2UtZTdlODY4MjQ3OTEzXkEyXkFqcGdeQXVyNjM3NTIzNjE@._V1_.jpg

რაც შეეხება ტრანზიტს, ეს გერმანული დრამაა, რომელიც გადაღებულია 2018 წელს, ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, რომელიც დაიწერა ანნა სეგჰერის მიერ 1942 წელს. ფილმი შერჩეული იყო ოქროს დათვის მთავარ კონკურსში ბერლინის 68-ე კინოფესტივალზე. გერმანელი ლტოლვილი გეორგი მარსელში აღმოჩნდება, სადაც თავისდაუნებურად ითვისებს მწერლის ვინაობას კონსულთან ვიზიტის შემდეგ.  ფილმი არის წარსულისა და აწმყოს, ფაქტსა და ალეგორიას შორის გაბნეული. თითქოს ყველა ლტოლვილის ცხოვრება განსხვავდება ერთმანეთისგან და ამავე დროს ძალიან ჰგავს ერთმანეთს. “ლტოლვილად ყოფნა ყველაზე გავრცელებული სახეა სისასტიკის, რაც შეიძლება ადამიანთა ყოფის წინააღმდეგ არსებობდეს “.

ქალაქიდან თავდაღწევის ისტორია სასიყვარულო თავგადასავალსაც მოიცავს, რომელიც გეორგს გარდაცვლილი მწერლის მეუღლესთან აქვს. მარი ამავდროულად ხვდება ექიმს, ეს ისტორია სასიყვარულო სამკუთხედს ქმნის. “ორი მამაკაცი იბრძვის ქალის გამო, რომელიც ელოდება მესამე მამაკაცს, რომელიც უკვე გარდაცვლილია.”

maxresdefault

ფლირტი და ცარიელი მსხვერპლად ყოფნის შემცველი მოქმედებები არავისთვისაა კმაყოფილების მომტანი. ფილმი არ არის კომედიური ხასიათის, თუმცა ეს ხაზი მას მხიარულ ელფერს სძენს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ფილმი ეხება საკმაოდ რთულ საკითხებს. გეორგი გვევლინება როგორც “მამა” , “ქმარი”, “საყვარელი” – ეს ყველაფერი როლია მისთვის, რეალურად ის თავის პიროვნების მიღმაა ამ ყველა როლში. ის ცდილობს ექიმი და მარი გემზე გაუშვას, თავიდან ექიმის გაშვებას და ქალთან ერთად წასვლას თვითონ გეგმავს, ბოლოს კი ექიმს თვითონ უთავისუფლებს გზას. გეორგი ჯოჯოხეთურ ტყვეობაშია, იმ აზრის რომ არ იცის სად უნდა წავიდეს, მას არ აქვს წასასვლელი ამ ისტორიაში. გაუგებარი და ღიმილისმომგვრელია მარის პერსონის მიზანიც, მისი სასიყვარულო თავგადასავლები ვითარდება იმ სურვილის ფონზე, რომ შეხვდეს ისევ თავის ქმარს.

გეორგი ისე აღმოჩნდება პიროვნების მითვისების გზაზე, რომ ვერც იაზრებს ამას, ვიზითა და პასპორტებით. აღსანიშნავია, რომ მარი თავად იჩენს პირველად ინიციატივას კაცთან, სავარაუდოთ ქალს ის მეუღლეში ეშლებოდა. იდენტობის მოპარვა საშიშ თამაშად იქცევა, ე.წ ნარკოტიკულ ფანტაზიად, რაც ძირს უთხრის რეალობის შეგრძნებას. ელეგანტური მარი თავბრუსხვევის მიზეზი ხდება რამდენიმე კაცისთვის ფილმში, ის საბედისწერო ქალის იმიჯს ირგებს. ის უახლოვდება გეორგს, მაგრამ ელოდება ქმარს. გეორგი არ არის ის ვისაც ქალი ეძებს. გეორგი უკავშირდება გზაში გარდაცვლილი კომრადის ოჯახსაც და უმეგობრდება მის ვაჟს, ვაჟი მას ახლობლად აღიქვამს, მას შემდეგ რაც კაცი ეტყვის რო მიდის, ის საშინლად ნაწყენი და გაბრაზებული რჩება.

– შეუძლია კი გეორგს იყოს ამ ბავშვის მამა?

– მარის ქმარი?

თუ დარჩეს იმათ ვინც იყო სინამდვილეში?

გეორგი გაურკვევლობაშია. გაუგებარია მარის შეგრძნებების მიმართულებაც, რადგან ისიც გზააბნეულია, არის ექიმთან, გეორგთან და სურვილთან, იპოვოს ქმარი…

transit_11 (1).jpg

“ვის უფრო მალე ავიწყდება?”  – ვინც მიდის, თუ ვინც დატოვეს “ – ეს კითხვა თან სდევს ქალს.

TRANSIT_11_02

ფილმი წარმოადგენს მეტაფიზიკურ მისტერიას იდენტობის შესახებ. ამოუცნობი ქალი მარი კი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.  პეტცოლდი  მარსელს რომანტიკულ ჯოჯოხეთად გარდაქმნის. ფილმი განვითარების სხვა დონეს აღწევს, როცა საბოლოოდ შემთვხვევითი თვალის მოკვრის შემდეგ მარი და გეორგი ხვდებიან ერთმანეთს. ფილმში ჩნდება კავშირი და განცალკევების სურვილი ერთდროულად პერსონაჟებს შორის. ტრან

This slideshow requires JavaScript.

ტრანზიტი წარმოადგენს საინტერესო ურთიერთობათა პროექციის შესანიშნავ მაგალითს. საინტერესოა ფინალიც, სადაც გეორგი იგებს, რომ ის გემი აფეთქდა, რომელშიც ადგილი მან ექიმს გაუცვალა და ექიმი გაუშვა მარისთან ერთად მის სანაცვლოდ. ქრება მარიც. გეორგი კი რჩება კაფეში მარის ლანდის ხილვით გაოცებული და ისევ მარის ხილვის მომლოდინე. მარტოსულობა ურთიერთკავშირების ფონზე, უმისამართოდ გაქცევის სურვილი და გარდაუვალი დარჩენაც – გმირები ამ ყველაფერში ქაოსურად არიან არეული, რაც იმ დასასრულს გვთავაზობს, რასაც ვიღებთ. გეორგი მარტოსულია, მარტო თავის დაკარგულ იდენტობასთან ერთად…

maxresdefault (1)და ბოლოს, რეკომენდაცია ჩემგან, აუცილებლად იხილოთ ეს ფილმი, რათა აღმოჩნდეთ იმ თავმბრუდამხვევ ისტორიაში, რომელსაც ეს საინტერესო და მრავალფეროვანი პერსონაჟები გვთავაზობენ.

MV5BZGU2ZGQxOWQtZGFhOS00YzJkLWFkOTItNTIzNmNhMzVlN2M4XkEyXkFqcGdeQXVyNDU0NjMyNTQ@._V1_.jpg

Fiction Film -From Biaff

          Batumi International Art-house Film Festival continues film screenings out and in cinema theatre. Yesterday, we could see very interesting films from category MASTER FICTION one of them was film “TRANSIT”. Before this film, there was screening of film  Bait,(FC  Mark Jenkin, UK, 2019) but I could not finish watching this film, because it was so uncomfortable for listening voice from film  it was discomfort, not only for me, but for others, because I saw some of viewers left screening hall, before me. 

hqdefault

Now, I want to discuss shortly Film “Transit“. Transit is a 2018 German drama, written and directed by Christian Petzold. It is based on Anna Seghers’s novel. It was selected to compete for the Golden Bear in the main competition section at the 68th Berlin International Film Festival.

,The main role actor, George came from Paris to Marseille. There is a lot of refugees, they try to go from here, before Nazis will come here. George has baggage, where he found documents in the name of writer WEIDAL, who committed suicide, he had guarantee of visa by the Mexican consulate. George took Weidal`s name, that he didn `t realize it. George became writer, lover of his wife, friend and even “father” of Driss. He got a lot of role himself. Dramatic atmosphere of city filled with romantic details. Marie became the centre of attention, because she is waiting for her writer husbend, she has lover doctor at this time, and after meeting with George the woman is interested by him. This everything is mixed and made CHAOS.

maxresdefault (1)

The director Christian Petzold is from German. He has a lot of short movies, television and fiction films. He made this film in 2018. He  tries to show romantic hell in film. The film is about connection and disconnection, present and past, war and love and so. on. everything is gathered inside name of “Transit”. We see broken relationships, broken personality, We can see it especially in George case. He feels himself in need of identity, that really belongs to someone else, not just dead writer. This History created as Love Mess, when George met writer`s wife Marie. The woman touch him, when she sees him at the street a lot of times. She appears and disappears as Shadow. Stealing of other` person identity makes dangerous game. which has unclear final.

The film is very interesting and I will advice everyone to see this movie.

maxresdefault.jpg