BIAFF 2018 დასრულდა

IMG_6540.JPG

BIAFF-2018 23 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართული მუსიკალური ნომრებისა და გამარჯვებულებების დასახელებით დასრულდა. აღსანიშნავია ბათუმის ჯაზ ბენდი, რომელიც სასიამოვნო მუსიკას ჰქმნიდა და ალამაზებდა თავისი ჰანგებით საღამოს. რაც შეეხება გამარჯვებულებს მათი სია საკმაოდ დიდია.

BIAFF 2018-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – სერგეი რახლინი (აშშ) – თავმჯდომარე, ბენსე ფლიგაფი (უნგრეთი), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), ალინ ტასჩიანი (თურქეთი), ლევან თუთბერიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

– გრანპრი – „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

– საუკეთესო რეჟისურა – ალიჩე რორვახერი ფილმისთვის „ბედნიერი ლაზარე“, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 122 წთ.

– საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ადრიანო ტარდიოლო ფილმში, “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

– საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმითი, ფილმში „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

– ჟიურის სპეციალური პრიზი – „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ. და „სტიქსი“, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

BIAFF 2018-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ვიტალი მანსკი (ლატვია) – ჟიურის თავმჯდომარე, ინა როსოვ (გერმანია), ზავენ სარგისიანი (სომხეთი), სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), მარიამ ჭაჭია (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

– საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.

– ჟიურის სპეციალური პრიზი – “დროის ხიდები”, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

BIAFF 2018-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ – ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი), ჟალე არიკანი (გერმანია), ქეთევან დევდარიანი (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – საშლელი, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
„ყველა ის არსება“, ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.

„საკვები მიტანით“, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.

BIAFF 2018-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – გოგი გვახარია , თეო ხატიაშვილი, ლელა ოჩიაური, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები:

– საუკეთესო მხატვრული ფილმი – „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018; 121 წთ.

– ჟიურის სპეციალური მოხსენიება – “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

ლომერ ახვლედიანი (საქართველო)

გელა კანდელაკი (საქართველო)

იოსებ ბარდანაშვილი (საქართველო)(რომელმაც ექსპრომტად შეასრულა ნაწარმოები სცენაზე საოცარი მანევრირებით).

საბანკეტო წვეულებას კი მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი “ASEA SOOL” , რომელიც განსაკუთრებულ მუსიკას ქმნის.

ეს იყო მთავარი ინფორმაცია BIAFF 2018 – ის დასკვნითი ღონისძიებიდან, BIAFF კი ისევ ერთი წლით დაგვემშვიდობა….

Biaff.jpg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s