მხატვრული კინო BIAFF 2018

მოკლედ მიმოვიხილავ რამდენიმე ფილმს, რომლებიც მხატვრული კინოს საკონკურსო სექციაში მოხვდა. ეს სექცია ყოველთვის უფრო საინტერესოა ჩემთვის, როგორც მხატვრული კინოს მოტრფიალისთვის, ვიდრე დოკუმენტური კინო. თუმცა სამწუხაროდ, ფილმების დიდი ნაწილი, რომლებსაც ახლა ვახსენებ ჩემი აღფრთოვანების და ინტერესის ქვეშ ნაკლებად მოექცა…
images
აი ფილმებს და რეჟისორებს, რომლებიც ისევ დიდ ინტერეს იწვევენ ჩემში ცალკე პოსტს მივუძღვნი (ვგულისხმობ დიდოსტატთა კოლექციის წარმომადგენლებს, ლარს ფონ ტრიერსა და კიმ კი დუკს, რომლებიც ჩემი საყვარელი კინორეჟისორთა სიის სათავეებში არიან.)
ახლა კი რამდენიმე ფილმზე, რომელიც ვნახე ბიაფფ-ის მხატვრული კინოს საკონკურსო სექციიდან.
წელს ბიაფფზე იყო ფილმები, რომელზეც დარბაზი ფაქტიურად გადაიჭედა, ერთ-ერთ ფილმის გასპარ ნოეს “ექსტაზის” ჩვენების დროს დარბაზში ადგილიც კი არ შემხვდა, ნახევარი საათის შემდეგ, ვერ გავუძელი იატაკის “სირბილეს” და დავტოვე დარბაზი, თუმცა მთლად იატაკს ვერ დავაბრალებ, რადგან წლების განმავლობაში ფეხზე დამდგარსაც მინახავს საინტერესო ფილმები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა, ცეკვა საკმაოდ ენერგიულ რიტმს უქმნიდა ფილმს და თითქოსდა სძენდა დინამიკას, მაინც მონოტონურად მომეჩვენა თხრობის სტილი, რაც დოკუმენტურ ელემენტებს შეიცავდა. არ აღმოჩნდა ჩემი კინო “დონბასიც”, რომელიც მალევე მივატოვე. არის ფილმები,რომლებიც თუ ნახევარს გაუძელი, მაშინ შემდეგში საინტერესოც შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ხანდახან ამ ნახევარს ვერ ვუძლებ ხოლმე :D.
რაც შეეხება, ბოლო პერიოდში თურქული კინოს თემების მრავალფეროვნებასა და აქტუალურობას, ამან განაპირობა ის რომ, სანახავ ფილმთა სიაში მოვინიშნე თურქი რეჟისორის ტარიკ აქთაშის ფილმი “მკვდარი ცხენის ნისლეული”, თუმცა ისევ იმედგაცრუებული დავრჩი თურქული ფილმით (ვგულისხმობ “მარცვალს”), განსხვავებით წინა წლებისგან, როცა ქართულ კინო ფესტივალებზე ყოველთვის საინტერესო ფილმებს ვნახულობდი ამ ქვეყნის რეჟისორების შემოქმედებიდან.

dead-horse-nebula-2
კადრი ფილმიდან “მკვდარი ცხენის ნისლეული”
ესაა ფილმი, რომელშიც არაფერია ისეთი მომხიბვლელი, როგორიც სინოფსისი, ის აშკარად გვატყუებს და არაფრით არ ამართლებს თავის თავს. ერთგვარი დაპირისპირება ადამიანისა და ბუნების, ცხოველებსა და ადამიანთა შორის თითქოს არღვევს სიცოცხლის ჰარმონიას, მაგრამ ამის ჩვენება უფრო მცდელობაა რეჟისორის მხრიდან, რომელიც კრახით მთავრდება, ვიდრე რეალური პროექცია ამ მნიშვნელოვანი თემებისა. ფილმი კი მეტისმეტად ბუნდოვანი რჩება მაყურებლისთვის, პერსონაჟის განცდებითა თუ წარსულის გავლენით.
IMG_7165.JPG
გაცილებით უფრო საინტერესო თემებს აშუქებს გერმანელი რეჟისორის ვოლფგან ფიშერის ფილმი “სტიქსი”, რომელშიც ზღვის მორევში ხდება მოქმედება…

45473967_303

ფილმის ჩვენება რეჟისორის შესავალი სიტყვით დაიწყო. ფილმში პირველივე მომხიბვლელ კადრში ჩნდება მაიმუნი და ჩემი ქვეცნობიერი კითხვა?
რატომ ასეთი დასაწყისი?
რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ფილმში ჩნდება დარვინის თეორიის შესახებ ცნობა და ექიმი ქალი, რომელიც ზღვაში გადის. ფილმის დასაწყისში მომხდარი ავარია, თითქოს არაფრით უკავშირდება ფილმს, როგორც შესავალი კადრი ისტორიაში. ის მხოლოდ ინფორმაციაა იმისთვის, რომ ფილმში შემოვიდეს მთავარი პერსონაჟი, (და ხაზი გაესგას მის პროფესიას)
თანაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქალი, რომელიც დამოუკიდებლად მართავს იახტას და სრულიად მარტო გადის შორეულ მოგზაურობაში, სადაც სირთულეებს აწყდება. ესაა ბრძოლა გადარჩენისთვის, ოღონდ სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი და რეჟისორი სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან.
Susanne+Wolff+Wolfgang+Fischer+Styx+Press+GaB5XJM1lhMl

გადარჩენილი ბავშვი გემიდან აგდებს ზღვაში მთავარ პერსონაჟს, რომელიც ბიჭს უხსნის, რომ ვერ მივა იმ გემთან, რომელიც იღუპება, რადგან ეს მგზავრების სიცოცხლისთვის შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, რადგან მგზავრები დაიწყებენ წყალში გადმოხტომას. ბიჭი წითელ თოკს აგდებს წყალში, ქალი ადის გემზე, ის მუდმივად იმის მცდელობაშია დამხმარე რაზმი გამოიძახოს, მაგრამ სანამ ის საკუთარი გემის საფრთხეზე არ ეუბნება დამხმარე რაზმი არ ჩანს. მათი გულგრილობა ბევრი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. ქალი კი შეწუხებულია გარდაცვლილთა რაოდენობის გამო. ფილმი შესანიშნავი მაგალითია, თანაგრძნობის, სხვისი დახმარების სურვილის, ზღვაში მყოფი ადამიანის რთული ბედის და ასევე დამხმარე რაზმის გულგრილობის, მათი არადროული რეაგირება განაპირობებს ფილმის ფინალს. პერსონაჟის გაოგნებული სახე ასრულებს ფილმს. ის რეალობის მიღმაა იმ რეალობისა, რომელში ყოფნაც არ სურს, რისი შეცვლაც სურდა და ვერ მოახერხა. მიუხედავად საკმაო გამბედაობისა ის მაინც ვერ შეეწინაღმდეგა სხვათა უბედურებას და ვერ აიცილა თავიდან ეს. მის სახეზე იკითხება წუხილი იმის გამო, რომ საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა.


მხატვრული კინოს საკონკურსო ჩვენებები დაასრულა ქართველი რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა “ჰორიზონტი”. ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის უკან დარჩენილ ცხოვრებასა და აწმყოში არსებულ წარსულის გავლენაზე მოგვითხრობს. მშვენიერი ბუნების სურათები გაშლილ ჰორიზონტზე მეტ ჰაერს სძენს ფილმს, ჟანგბადით ავსებს და არ იქცევა ფუჭ, ცალკე მდგომ კადრებად. ფილმი საკმაოდ კარგად აწყობილია ვიზუალურად, როგორც საოპერატორო ნამუშევარი წარსულისა და აწმყოს კადრების შერევით, ხმისა და გამოსახულების შეთამაშებით, თუმცა თანამედროვე ქართული ფილმების ხილვისას ხშირად არსებული განცდა ამ ფილმზეც განმიახლდა და დეფიციტურად ვიგრძენი დიალოგები. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგების და ბევრი ტექსტის მომხრე არ ვარ კინემატოგრაფში, ტექსტში არსებული ხანგრძლივი პაუზები ხშირ შემთხვევაში მეჩვენება სათქმელის, ან მისი გამოხატვის ხერხების ვერ მოძბენის მიზეზად. რეალურად ამ ფილმში პერსონაჟებს აქვთ ბევრი სათქმელი ერთმანეთთან, მაგრამ რატომღაც თავის თავს ბოლომდე ვერ გამოხატავენ. ვფიქრობ, რომ ფილმის გმირები შეიძლებოდა მეტად გახსნილიყო, თუმცა თავშეკავება სდევთ მათ, ამიტომაც განცდილზე მეტად მათ შესრულებას ნათამაშევი ემჩნევა. სიყვარული, განშორება, “მეგობრობა”, ახალი ქორწინება, ქალაქის ცხოვრებისგან მიყრუებულ ადგილას აღმოჩენა – ეს ყველაფერი გიოს ირგვლივ ხდება, რომელსაც ყოფილი ცოლის მიმართ სიყვარული არ განელებია, ის კი “მეგობრად” მიიჩნევს მას. წარსულთან განშორების ვერ შეგუება ხდება გიოს სიკვდილის მიზეზი. ანა კი ცრემლად იღვრება კაცის გარდაცვალების გამო.
რა სურს ამ ისტორიით დაგვანახოს რეჟისორს?
რა გავლენები აქვს ადამიანის ცხოვრებაზე წარსულს, რომელთანაც აწმყოც გაკავშირებს (შვილების სახით) და ვერასოდეს აქცევ წარსულად.
თუ შეუცვლელ სიყვარულზე, რომელთან განშორებაც კაცს ფატალურ შედეგამდე მიიყვანს.
ვინ არის ამ ისტორიაში დამნაშავე?
ქალი, რომელიც ხელჩაკიდებული დადის ყოფილ ქმართან ერთად, როცა მასვე უმტკიცებს, რომ ახლა სხვა უყვარს თუ თვითონ ეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარ გრძნობებზე უარი ვერ თქვა.
არ შეიძლება არ აღვნიშნო მოხუცი ვალიკო, რომელიც საკმაოდ სახასიათო და საინტერესო პერსონაჟია, ვინც განაპირობებს ფილმის იუმორისტულ ხასიათს. ფილმი საკმაოდ მომხიბვლელია, თუმცა დამაკლდა განცდა. ვფიქრობ, საკმაოდ მშრალი იყო პერსონაჟების პროექცია და მაყურებელში მთავარ გმირებზე მეტ სიმპათიას სწორედ მოხუცი ვალიკო დაიმსახურებდა. ის სოფელში მოხუც ქალბატონთან, ახალგაზრდა ქალთან და ჯანოსთან ერთად ცხოვრობს. ისინი ოჯახის წევრები არ არიან, თუმცა ერთ სახლში ცხოვრობენ. ქალაქური ცხოვრების მიღმა, აქ სხვა სიმყუდროვეა, რომელშიც გიო ცდილობს სიმშვიდე და სულიერი ჰარმონია იპოვოს, მაგრამ ის მაინც ვერ აღწევს იმას თავს, რის გამოც ქალაქიდან წამოვიდა და თვითმკვლელობამდე მიდის. და ბოლოს მიუხედავად ზემოთხსენებული “შენიშვნებისა” ვთვლი, რომ “ჰორიზონტი” ერთ-ერთი საინტერესო ქართული კინოსურათია თანამედროვე რეალობაში. გადაჭედილი დარბაზი ისევ ფეხზე მდგომი და იატაკზე მსხდომი მაყურებლით აივსო, როგორც ყოველთვის ქართველ თუ უცხოელ სტუმრად მოწვეულ ადამიანებში დიდია ინტერესი თანამედროვე ქართული კინოს მიმართ, რაც ყოველწლიურად შეიმჩნევა საფესტივალო ჩვენებებზე.

და რაც შეეხება მხატვრული კინოს საკონკურსო ფილმთა სიას, ნანახ ფილმებს შორის მე სტიქსის ა და ჰორიზონტის გულშემატკივარი ვარ სხვა საკონკურსო ფილმებთან შედარებისას და ველოდები გამარჯვებულთა სიაში მათ გაჟღერებას…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s