სტამბოლი

istanbul-wide-cropped
რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა გაუაზრებელი, აკვიატებული და ყველაზე ჩემეული სურვილი წავსულიყავი სტამბოლში და ვყოფილიყავი ამ ქალაქის ნაწილი, რადგანაც ის ჩემი ნაწილი წლების განმავლობაში იყო იმ შთაბეჭდილებების შემდეგ, რომელიც ორჰან ფამუქის, ელიფ შაფაქის წიგნებიდან შევიგრძენი. ფამუქის შემთხვევაში უფრო ნათლად და მკაფიოდ აღიქმება სტამბოლი, როგორც სულიერი ორგანიზმი და წიგნის მთავარი მოქმედი პერსონაჟი. ამ ავტორმა და სხვადასხვა ფილმმა იმდენი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ ეს ქალაქი აკვიატებად მექცა.

წლების წინ დავწერე სწორედ ამ სურვილისა და იმ წარმოდგენების შესახებ, რომელიც რეალურად მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ფამუქის აღწერების მიხედვით შექმნილი სტამბოლი.

_CSC0654.JPG

ახლა კი სტამბოლი უკვე აღარ არის მხოლოდ ჩემს მიერ წარმოდგენილი სულიერი ორგანიზმი. მე ის იმდენად მძაფრად შევიგრძენი, რომ უკვე იქცა არამარტო ჩემი წარმოსახვის ნაწილად, არამედ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებადაც.

_DSC0460.JPG

სტამბოლის კინო ფესტივალზე ჩასულმა კინემატოგრაფი ვიგრძენი ყველგან. თვითონ სტამბოლიც ძალიან კინემატოგრაფიული ქალაქია. ერთი ქუჩაც კი, არასოდეს არ არის ერთ წამშიც იგივენაირი. ის ძალიან ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად ცვალებადი, რასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობ.

პირველი შთამბეჭდავი ეფექტი, რაც ღრუბლებს ზემოთ ყოფნას ჰქონდა იყო პირველი პლიუსი ჩემს სურვილებში: 1) ფრენა +

მეორე პლიუსი კი, რომელიც რეალურად ჩემი სურვილების ლიდერი იყო 2) სტამბოლი +

გოკჩენის აეროპორტიდან ტაქსიმის მოედნამდე განვლილი მანძილი, რომელსაც ერთი საათი მაინც დასჭირდა ფიქრში გავატარე. ავტობუსის ფანჯრიდან თვალს არ ვაშორებდი ქუჩას, შენობებს, შთამბეჭდავ გამწვანებებს, ყვავილნარს და ყველაფერს რაც მინის მიღმა ჩანდა. თუმცა ეს არ იყო ის რასაც მე ველოდი, ენით აღუწერელს, ემოციურს, წარუშლელს. გზად სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი რჩეული ქალაქი ბათუმი მაინც ყველაზე საუკეთესოდ დარჩებოდა ჩემს ცხოვრებაში. არც ვაპირებდი ჩემი ბათუმის ამხელა მეგაპოლისთან შედარებას, თუმცა მაინც მიელვებდა თავში ათასი მსგავსი ფიქრი.

-ნუთუ სულ ესაა?

ტრაპიზონში უკვე ნანახი დაბალჭერიანი და არაფრით გამორჩეული შენობები ამოზრდილიყვნენ მაღალ სართულიანი ცათამბჯენების გვერდითა და შორიახლოს…

რამდენიმე წუთიც და ჩემს წინაშე სხვა სამყარო იშლება. ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდი და არ დამხვდა აეროპორტიდან ჩამოსულს. ეს ტაქსიმია, ტაქსიმის მოედანი და ულამაზესი ფერადი და ჰიბრიდული ტიტები.

-აი ესაა – გავიფიქრე მე

ასეთს ნამდვილად ველოდი. თვალუწვდენელს, ქაოსურს, მრავალფეროვანს, გიჟურს…

ამჯერად შთაბეჭდილება და ნანახი წარმოდგენილს აღემატებოდა და მოლოდინსაც  გადააჭარბა.

თითქოს ეშმაკმა პირდაპირ ჯოჯოხეთის კარში გაგვიძღვა. ღია კარიდან ალბათ ჯოჯოხეთიც ასეთი ლამაზი უნდა იყოს რომ მასში შემსვლელი შეიტყუოს.

ჩემი მშვიდი სამოთხის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღით დავტოვე, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ყველაზე მაგარი ჯოჯოხეთი, რაც კი ამქვეყნად შეიძლება არსებობდეს. ყოველშემთხვევაში იმათ შორის, რაც მე აქამდე მიხილავს. ეს ქალაქი ძალას გაცლის, მაგრამ ენერგიას გმატებს. ქანცგაწყვეტილიც კი არასოდეს იღლები. ნაბიჯს მაშინაც დგამ, როცა არ შეგიძლია და ფეხები გაბჟუებული არ გემორჩილება, თუმცა შენ წინ მიიწევ. მიიწევ იმიტომ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე რაღაც ახალს და საინტერესოს ელი, რაც შენში გაოგნებას, ზღვა შთაბეჭდილებას, აშლილ ემოციებს და სასიამოვნო განცდებს გამოიწვევს. თუმცა ეს ყველაფერიც ქაოსშია, ისევე როგორც შენ. სტამბოლში მყოფს ლამის ყველაფერი დამავიწყდა, ფიქრიც, მონატრებაც, მიჩვევაც და ა.შ. მხოლოდ ჰაერში ყოფნას ვგრძნობდი, დაბნეულობასა და თავბრუსხვევას. აქამდე არასდროს არ ჰქონია თავბრუსხვევას ასეთი ეფექტი- ასეთი მომაჯადოებელი.

ისტიკლალი – ესაა ქუჩა, რომელიც თავისუფლად შეიძლება წარმოიდგინო სიცოცხლედ, რომელიც დაღამებისა და გათენების მონაცვლეობას ატარებს. დილით რვა, ცხრა საათიდან კანტაკუნტით შეინიშნებოდა ადამიანები, ტრამვაი, ორივე მხარეს ქაოსურად მოსიარულე მანქანები და სულ რაღაც ერთ საათში ეს სურათი აბსოლუტურად სხვა მხატვრის ნახატს მოგაგონებდათ. ათასობით ადამიანი ერთმანეთში ირევა, მანქანებთან ერთად. ნემსის ჩასაგდები ადგილიც შეიძლება არ დარჩეს. ეს ქუჩაა სიცოცხლის (დილით) და გარდაცვალების (ღამით) საუკეთესო მაგალითი. თუმცა რაც ყველაზე კარგია ის ყოველდღე ახალი ფილმივით ახლიდან იბადება, თავისი ახალი სცენარითა და პერსონაჟებით.

_DSC0592.JPG

ფუსუნის კაბა – ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი”

_DSC0771.JPG

უსკუდარი “Maiden Tower”

_DSC0734.JPG

_DSC0014

გულჰანეს პარკი

_DSC0541.JPG

_DSC0046

_DSC0076.JPG

_DSC0149.JPG_DSC0180.JPG

_DSC0218.JPG

რაჰმი კოჩის მუზეუმი

_DSC0219.JPG_DSC0268.JPG

_DSC0251.JPG

რაჰმი კოჩის მუზეუმი

IMG_0846.JPG

აია სოფია

GALATA.JPG

გალათას კოშკი

Sora

ხედი გალათას ხიდიდან

IMG_E0668.JPG

ტიტების ფესტივალი; ტაქსიმის მოედანი

IMG_0612.JPG

უმანკოების მუზეუმი

Sora_DSC0014.JPG

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s