სისხლიანი ცრემლი

ისევ მომდის სისხლიანი ცრემლი
ცაც კი წვიმას სისხლით უშვებს ციდან
ვიღაც მოკვდავთ უმოწყალოდ გვწყევლის
თოვლი ფიფქებს სადღაც ცაში ცრიდა.
 
მე არ ვტირი არვინ ტირის ახლა
სისხლი ჟონავს ხეთქავს თვალის გუგებს
წყდება დროის უმოწყალო დაღლა
ქვეყნად ერთურთს ვეღარავინ ვუგებთ.
 
ქრება პულსი აღარ ფეთქავს გული
ძვლებმა მისით აქ დაიწყეს რხევა
ჩონჩხი ჩონჩხთან დავინახე ბმული
გაიყოლა მეგობარი მხევლად
 
ახლა მესმის სამყაროსგან წყევლა
ჭირი როცა ანაცვალებს ყოფას
ღმერთო კითხვებს პასუხს ვერ სცემს ყველა
იმედები სულ წალეკა ცოფმა…
 
უფერული ცრემლი მოკლა სისხლმა
ხორცი დალპა ძვლები დარჩა მხოლოდ
ისიც ისევ გადაიქცა ქვიშად
საწყისს ყველა დაუბრუნდა ბოლოს
 
სისხლიანი ცრემლი მოსდის ობოლს
განა გლოვობს მშობლის აღარ ყოლას
ქვეყნად ახლა ყველაფერი ორობს
გაყოფილა საცოდავიც ორად.
 
ერთი მისგან გაჰყვა თავის მშობელს
ერთი ქვეყნად დააბოტებს ახლაც
დანაწევრდა ორგანიზმი წვრილად
გაყინულმა გულმა იწყო დაღლა
 
ისევ მომდის სისხლიანი ცრემლი
ცაც კი წვიმას სისხლით უშვებს ციდან
ვიღაც მოკვდავთ უმოწყალოდ გვწყევლის
თოვლი ფიფქებს სიცივისთვის ცრიდა.
 
4-10-2017
მ.მსხალაძე
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s