ისევ გარდავიცვალე

მე ბევრჯერ მოვკვდი
ახლაც ისევ გარდავიცვალე
ჩემში საზღვარი გაარღვია უთქმელმა განცდამ
ამ ცხოვრებისგან სევდის მსგავსი ბევრი ვისწავლე
მაგრამ ტკივილშიც დარღვეულმა დუმილმა მშთანთქა.
მე კი უთქმელად ჩუმ სიტყვებში ვიპოვე შვება
და კვლავ მეასედ უსხეულოდ წავედი ზეცას
მე ჩემი არსი ნაწილ-ნაწილ ავკუწე ხანჯლით
არ ვანაცვალე მწვანე ბალახს შხამი და ანწლი.
თუმცა ყველაფერს ვერ გავატან უბრალოდ მე დროს
წამი წუთების მედროვეა გვიჩერებს ერთდროს
მე ცოცხალი ვარ, კი არ მოვკვდი ფიზიკის ძალით
უბრალოდ გონმა, გულმა დამცა მიწაზე ქალი.
დაჩოქილს ისევ დამტყობია თვალებში დარდი
ნაოჭებს წლები ჩემს სახეზე ისევე ვერ თმობს
მე ბევრჯერ მოვკვდი
ყველაფრისთვის მოვკვდი სულ ერთხელ
მოვკვდი პირველად უნაპიროდ, უსულოდ ერთ დროს.
თუმცა შენთვის მე უკვე ასჯერ გარდავიცვალე
შავი ზღვის პირას სინანულის ცრემლების მხარეს,
ვიდარდე, ვეგდე ლეთარგიის მე ალში მწვავედ
კრთობდა სიცივის ჟრუანტელით მთრთოლვარე მკლავებს.
და ახლა როგორ შევძლებ თხრობას, დასასრულს ვერ ვცნობ
ეს უსასრულო ნარატივი ჰგავს კინო კადრებს
მე ვერ შევკარი მელოდია ერთ გრძნობის ნოტად
დედამიწაზე უყველაფროდ მკლავენ, მე მკლავენ.
არა მყავს მტერი ჩემით ვიწვი ჩემივე მორევს
ვისია ბრალი არც ეს ვიცი ამ ქვეყნად რომ ვართ
ვიღაც ცოცხალი, ვიღაც მკვდარი, ვიღაც კი მთვრალი
ნაბახუსევი ფხიზელ თვალებს რომ ახელს ოთხად,
„მე“ დაკარგულმა დავანებე სიცოცხლეს თავი
კი ვსუნთქავ, მაგრამ ჰაერს ვერ ვგრძნობ მე ჩემთვის ჯანსაღს
დედამიწაზე ვერ ვიპოვე მე სადმე კარი
რომლის მიღმაც მე შევაბიჯებ სამოთხის თავსხმად.
უკვე ძალიან შორს შევტოპე ვერ ვიხევ უკან
გამოსავალი არ არსებობს ამ ქვეყნად მოსვლის
თუმცა აქედან არასოდეს არც კი წავსულვარ
ვიღაცა უკვე ცრემლებს ჰღვრის და დამსტირის მოთქმით.
მე ბევრჯერ მოვკვდი
ახლაც ისევ გარდავიცვალე
სიკვდილი არ ცნობს მძინარისგან დახუჭულ თვალებს
მკვდარი ხარ, მაშინ როცა შენში არ ცოცხლობს არსი
მკვდარი ხარ, როცა ღვინის მთელი დაცალე თასი
არ გინდა იგრძნო არსებობის ეს მწარე განცდა
და სასმელს აკლავ ცოცხალ გრძნობებს, რომ სძლიო იგი
თუმცა არაფერს არ აქვს ასე მარტივად დაცლა
სიცოცხლეს კვდომის საპირწონედ ნურასდროს თვლიდი.
ისევ ფიქრებში წაიღო დღეს გულმა გონება
ისმის ფრაზები მხოლოდ ქალის და მოგონება
მე ბევრჯერ მოვკვდი,
ახლაც ისევ გარდავიცვალე
სადღაც აქვე ვარ თქვენ ვერ მხედავთ ფერი ვიცვალე…

მ.მსხალაძე
02.10.2017

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s