facebook

თუ ღადავია ვიღადაოთ ახლა ბოლომდე
სიცილისგან ვარ მე უზომოდ ქანცგაწყვეტილი
ზოგი რას პოსტავს ჭამაზე და ზოგი ლოთობს დღეს
სახის წიგნაკი ჩვენს წინაა გადაცვეთილი.

ვიღაცა ამ წამს სადღაც დაკრეფს ყვავილებს ველზე,
ვიღაც კი შეჭამს მშიერია ბროწეულს ახალს
დაჩექინდება ფეიბუქზე ყველამ გაიგოს
მე ვარ კაფეში თან მაგარი სასტავი მახლავს  😄

ვიყავი აქაც არ ვყოფილვარ აქ მაგრამ მაინც
მოვიტყუები ვინ გაიგებს ახლა სიმართლეს
მაგარი ტიპი გამოვჩნდები სწორედ ამ მაისს
როცა ეგვიპტის პირამიდის შევწვდი სიმაღლეს.

აუ რა მაგრა დავისვენე რა ძერსკი გახლდით  😄
თქვენ სოფლელნი კი სოფლის სახლში მუდმივად დარჩით
მე კარენოი დავჩექინდი ახლა ვაკეში
ვიღაც გოიმი ამეკიდა მხია სახეში.

ამასაც დავწერ რომ გაიგონ ფემინისტებმა
და ამ მიზეზით შეიყარონ სადმე მიტინგზე
გზად ჩავლილები შენიშნავენ ალბათ პარადებს
ფეისბუქია სხვა სიმართლე აღარ ვიცი მე.

აუ რა ვიდზე გაიჩითა ვიღაც გოგონა
ანჯელინაა უცებ იგი ჯოლი მეგონა
მაგრამ უეცრად შევიცანი სასედკა ვარდო
თურმე უნდა რომ მას ჰგავდეს და ამაზე დარდობს.

აქვე ჩაივლის მეზობელი სვეცკუშა კეწი
ალბათ ბაღჩაში გაეხია საწყალი კეტი
არა გოიმო მოდაშია ასეთი სტილი
მომახალა და მოაცოცდა სახეზე ტილი.

ისევ აეხსნა მას სახეზე ნიღაბი ფარდა
ჯოლი კი არა ტილიანი კეწინო გახლდათ
ფეისბუქია რას გაიგებ ჩეკინობს ყველა
სად იყო ადრე ინტერნეტი ჩვენ დროში ძველად….

მ.მ
18.11.2016facebook-logo_0

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s