ეს მოხდა ერთხელ….

 

ეს მოხდა ერთხელ დიდი ხნის წინათ

28 დეკემბრის ღამეს….

არ გაუვლია დროს სწრაფად, ხშირად

ღამით ვითვლიდი წამებს.

საამო ნაზი სიტყვების წვიმად

დაღვარე ბაგით ვნება

ან შეგიყვარდი, ან მეღადავე

ანდა ორივე ერთად.

ვიცი და მჯერა, რომ გსურდა ჩემთან

ბაასი ღამით მარტოს

წახვედი წინათ, ვერ დაგივიწყე

მთელი არსებით გნატრობ.

აღარ ღირს დარდი გაურბის გზა_კვალს

გაგეგცა წამში წუთი

დრო აღარ დაგრჩა, გავიდა სადღაც

წამი დაკარგა ხუთი.

სულელო, გრძნობამ გაცდუნა ალბათ

აღმოჩნდი ბეცი, სწრაფი

იჩქარე ალბათ ფიცის დადება

გაწყვიტე ბედის ძაფი.

ეს მოხდა ერთხელ დიდი ხნის წინათ

განმეორდება აწ კი

მჯერა სიწრფელის შენის და წვიმაც

ციდან დაეშვა მაშინ

ბაგიდან ნელა დაგაკვდა სიტყვა

წამს შეენაცვლა წუთი

ღამის სიბნელით შეშინდი ფრთხილად

ჩუმად წამოგცდა გულში.

მე შენთან ახლოს არ მცივა თბილა

ვგრძნობდი საოცარ სითბოს

სიტყვებმა იწყეს ბაგიდან წვიმა

ფუჭი აღმოჩნდა თითქოს

მატყუარა ხარ, მაგრამ ეს ჩუმად

მკაცრი არ მინდა ვიყო

ჩვეულებრივი არა ხარ ვხედავ

საოცარია ის დრო.

ეს მოხდა ერთხელ დიდი ხნის წინათ

28 დეკემბრის ღამით

შენ შემომფიცე დაგიმახსოვრებ

არ დაგივიწყებ წამით.

დრო კი გავიდა, შენ დამივიწყე

დავრჩით მე, ფიცი მხოლოდ

ეს მოხდა ერთხელ დიდი ხნის წინათ

სადღაც დეკემბრის ბოლოს…

 

მარი მსხალაძე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s