AFTER BIAFF (FIN)

maxresdefault.jpg

ყველაფერს გააჩნია დასასრული, რომელიც სხვანაირ სევდას გვიღვრის გულში, მითუმეტეს თუ ეს რაღაც ჩვენთვის სასიამოვნო და ხანგრძლივად სასურველი იყო. თუმცა, როგორც წესი კარგი მოვლენები “მოკლემეტრაჟიანია” ცხოვრებაში და ამ შემთხვევაშიც მრავალფეროვანი კინოდღეები ერთფეროვანმა რუტინამ სწრაფად ჩაანაცვლა. თუმცა მსგავსი ფაქტები მოგონებების დონეზეც სასიამოვნოა, რადგან დიდხანს გვამახსოვრდება კინოეკრანებზე ნანახი ფილმების მსგავსად კადრებივით ჩასახლდება ჩვენს მეხსიერებაში, რომელსაც ვერაფერი წაშლის. ნოსტალგიურმა განცდამ, რომელიც ზოგადად დასასრულს თან სდევს, ამჟამადაც არ ჩამიარა უკვალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივია აღმოაჩინო ბევრი ნაკლი უამრავ ღირსებასთან ერთად კინოფესტივალი მაინც ადვილად იქცა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, რომლის “ერთგულიც” უკვე ხუთ წელზე მეტია ვარ. ჩემთვის უსაყვარლესი მშობლიური ქალაქი კინოფესტივალის დროს უამრავ სტუმარს იტევს უცხოური თუ ქართული ნიადაგის კინოსამყაროდან, რაც აფერადებს მას, რადგან ბათუმს უხდება კინო. ეს ქალაქი საოცრად კინემატოგრაფიულია თავისი სულიერებით, შინაგანი ბუნებით და სიღრმით. სასურველი და საიმედოთ მოსალოდნელია სწორედ BIAFF-მა აქციოს ის ერთ-ერთ საინტერესო კინო ლოკაციად, რომლის მნიშვნელოვნებაში კინოფესტივალზე ჩამოსული სტუმრები აუცილებლად საკუთარი თვალით  დარწმუნდებიან.

images.jpg

24 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე ფილმები, რეჟისორები, მსახიობები და უკვე გამოცდილი რეჟისორი, ამავე წელს BIAFF-ის ჟიურის წევრი მოჰსენ მახმალბაფი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის. ცერემონიამ კინო მუსიკის თანხლებით ჩაიარა და მუსიკალური ნოტებით უფრო “გააფერადა” საღამო.

და BIAFF-იც ერთი წლით დაგვემშვიდობა.

images (1).jpg

 ზემოთ ვსაუბრობდი დასასრულზე, რომელსაც რაღაც წერტილი დაესმევა და იმის შემდეგ არაფერი ხდება, უბრალოდ მთავრდება. კინოფესტივალი თავისი განმეორებითობაშიც ხელმეორედ იბადება და ვითარდება ყოველი წლის შემოდგომაზე “ზღვა” შრომის ხარჯზე. რაშიც დიდი როლია მაყურებლის, რომლის დეფიციტსაც არ განიცდის ფესტივალი, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მის სიჭარბეს განიცდის. ძალიან ბევრი მიზეზია იმისთვის რომ სექტებრის შუა პერიოდში ადამიანებმა კინოს მიეძალონ და ეს მიზეზები შემდეგია:

კინოფესტივალზე ნებისმიერ ფილმსა და მასტერკლასზე დასწრება არის უფასო

(ჩვენს ქვეყანაში, სადაც კინოში წასვლა ფუფუნების ტოლფასია, ამ “ფუფუნებასთან” უსასყიდლოდ ზიარება კიდევ უფრო დიდი ფუფუნებაა, რომელსაც სამწუხაროდ ქალაქის დიდი ნაწილი ვერ იაზრებს)

კინოფესტივალზე შეგიძლიათ ნახოთ დიდოსტატთა კოლექტია, რეტროსპექტივა და ამავე დროს გაეცნოთ იმავე წელს შექმნილ, როგორც უცხოურ ასევე ქართულ უმნიშვნელოვანეს კინოსურათებს.

კინოფესტივალის დროს შეგიძლიათ იხილოთ, გაიცნოთ, გაესაუბროთ და “კინოეკრანებიდან გამოიყვანოთ” არაერთი ცნობილი კინომსახიობი, რეჟისორი თუ ნებისმიერი სხვა პროფილის კინემატოგრაფისტი.

უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ სასიამოვნოდ ემოციურად დატვირთული ერთი კვირა ისეთ “კულტურულ” გარემოში გაატაროთ, რომ ამ ერთ კვირამ თქვენი ამავე წლის რომელიმე ერთ თვეზე მეტი გადაწონოს თავისი შინაარსით.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა იაროთ BIAFF-ზე და იმ კულტურულ ღონისძიებებზე, ფესტივალებზე, პროგრამებზე, რომლებსაც ქალაქის მერია, მუნიციპალიტეტები, სამინისტროები მხარს უჭერენ, სწორედ თავიანთი მოქალაქეების ამ ყველაფერში ჩართულობის გამო.

“მშვიდობით არა, ნახვამდის” 🙂 🙂 🙂

Без названия.png

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s