“მეტი” – მეტი, ვიდრე უბრალოდ ფილმი

თურქული ხელოვნება ბოლო წლებში განსაკუთრებით თავს იჩენს საერთაშორისო მასშტაბით, ლიტერატურაში ორჰან ფამუქის, ელიფ შაფაქის სახელი და კინემატოგრაფში ბოლო დროინდელი რეჟისორები ნური ბილგე ჯეილანი (ფილმები : uzak; ერთხელ ანატოლიაში), დენიზ გამზე ერგიუვენი (რეჟისორი ფილმისა “მუსტანგი”, რომელიც ბიაფფზე იყო ნაჩვენები) და სხვები კონკრეტული შემოქმედის საზღვრიდან ქვეყნის სახელამდე ფართოვდებიან და ჩვენც რამდენიმე მათგანის შემოქმედების საფუძველზე გვექმნება წარმოდგენა ზოგადად ქვეყნის კინემატოგრაფიულ ამინდზე, ხედვაზე, შესაძლებლობებზე და ზოგად კინო “ჰაერზე,” რომელსაც ყველა ქვეყანაში განსხვავებულად შეისუნთქავენ. BIAFF 2017- ზე წარმოდგენილმა ფილმმა “მეტი” თავისი სისასტიკით გამახსენა კიმ კი დუკის იგივე დარბაზში, იგივე კინოეკრანზე ნანახი ფილმისგან ” ONE ON ONE ” მიღებული ემოციები. სადაც შევეჯახე იმ სისასტიკეს, რომლის ატანაც მე პირადად ეკრანს მიღმაც, როგორც მაყურებელს არ შემიძლია.

IMG_5672.JPG მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017

Kağan Uluca; Uğur Aslan; tuba büyüküstün – ეს თანამედროვე თურქული სატელევიზიო კინოს სახეების ის ჩამონათვალია, რომელსაც რეჟისორმა ონურ საილაკმა ფილმში “მეტი” ერთად მოუყარა თავი. თუმცა ისინი ფილმის მთავარ ფლანგზე არ ფიგურირებენ, ისინი მხოლოდ დამხმარე მოთამაშეები არიან მამისა და შვილის გვერდით, რომლებიც არალეგალებს ეხმარებიან საზღვრის დატოვებაში. სასტიკი, დესპოტი მამა შვილს სწავლას უშლის და თავის “ბინძურ” საქმეებში აღებინებს მონაწილეობას.

“ორ რამეს შეგიძლია ენდო ცხოვრებაში ფულს და მე”- მამის ეს პრინციპი შვილის ცხოვრებას ცვლის და რეგრესისკენ მიჰყავს.გულუბრყვილო მოზარდს კი სასტიკ ადამიანად აყალიბებს. ზოგჯერ ბოროტებასაც შეიძლება ჰქონდეს საზომი და არსებობდეს მსუბუქი ბოროტება და აბსოლუტური ბოროტება. ამ ორ ფლანგზე იყოფოდნენ ბიჭის მამა და მამის მეგობრები, რომლებმაც ვერ აიტანეს მისგან მოზარდი ბავშვის მკვლელობა, საკუთარი შვილის სასტიკი ცემა და მოკლეს ის ამ დანაშაულებების გამო. როგორც ჩანს ბოროტმოქმედშიც არსებობს სინდისი, რომელიც მასზე უფრო ბოროტს განსჯის. უფრო მეტიც ალბათ არსებობს ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენა მათაც ვერ წარმოუდგენიათ. მამა იმ გზაზე და იმ შედეგით ასრულებს, რაც დაიმსახურა. თუმცა ეს არაფერს ცვლის მოზარდისთვის, რომელსაც ვერ უშველა “მამის მკვლელების” საქციელმა. ის უკვე ბოლომდე ჭაობშია, რომლისგან ამოქაჩვაც არ შეუძლია. ის სიამოვნებას იღებს სხვისი ტანჯვით და ფსიქოპათიურ მდგომარეობაში გადადის, მისი ჯანსაღი ფსიქიკა ნელ-ნელა კვდებოდა მამის სხვებისადმი და მისადმი გამოჩენილი სისასტიკის ფონზე. ბიჭი ტყვედ გრძნობდა თავს, რომლისთვისაც მამა იყო ციხეც, მოსამართლეც, განაჩენიც და გისოსებიც. ხოლო ქაღალდის თვითმფრინავი, რომელსაც არალეგალ ბავშვებს უკეთებდა “თავისუფლების” სიმბოლო, რასაც თვითონ ვერ ეზიარა. (ათენასგან განსხვავებით, ფილმიდან “აფრენა”). ბიჭისთვის შეუძლებელი ხდება ამ სივრცისგან თავის დაღწევა.

“არცერთ პატიმარს არ უოცნებია იმდენი თავისუფლებაზე, რამდენიც მე” – ეს ფრაზა ფილმის დასასრულს მიჰყვება ეპიზოდს, როგორც გმირის მოგონებები წარსულზე, სადაც ის დაუნდობლად ტკბებოდა სხვების ტანჯვით, ხალხის, რომლებიც მიწისქვეშა ოთახში ჰაერს ითხოვდა. “თუ ადამიანი არ გამოვიყენეთ, როგორც იარაღი მას ფასი არა აქვს” – ეს სიტყვები თან სდევს მამის ქმედებებს, რომელიც შვილზეც ახდენს გავლენას, ის იყენებს ადამიანებს, უფრო სწორად მათ ტკივილს ბოლო სცენაში სადო-მაზოხისტური სიამოვნების მიღების მიზნით. მამა განზრახ აქცევს შვილს თავისი შავ-ბნელი საქმეების მონაწილედ და ამას ის სრულიად მართებულად მიიჩნევს. თუმცა ვერ ამჩნევს თავისი შვილის ჩამოშლილ ბავშობას, მის სამყაროს, რომელიც მინასავით დაილეწა და განადგურა. ფილმში სიმძიმეს, რომელსაც შინაარსობრივი მხარე განაპირობებს, ამსუბუქებს ბუნების ნატურალური კადრები ფართო რაკურსებით, რასაც მეტი ჰაერი შემოაქვს კინოსურათში და წამიერ “ღრმად ამოსუნთქვის” ეფექტს ქმნის.

IMG_5673.JPG

აღსანიშნავია, ფილმის მთავარი პერსონაჟების და სხვა როლების შემსრულებელი მსახიობების მაქსიმალური ბუნებრიობა, დამაჯერებლობა, რაც ზრდის მაყურებლის თანაგრძნობის მომენტს. ეს ფილმიც “უსიყვარულოს” (ანდრეი ზვიაგინცევის) მსგავსად შეიძლება იყოს მსგავსი მამებისთვის სარკე, რომელში ჩახედვისასაც ისინი საკუთარ თავს დაინახავენ და ეს უარყოფითი მაგალითი მათი ცხოვრების დადებითად წარმართვაში უდიდეს როლს შეასრულებს. მეტი – კი იქცევა “დადებითი სლოგანების კინოდ“, რომელიც იქნება მეტი, ვიდრე უბრალოდ ფილმი…
MV5BYThkMWM0YjMtNWQ2OC00ZDJhLWFmZmYtYTUyNGQ5ZTJiMjMxXkEyXkFqcGdeQXVyNjA1MjM0NDA@._V1_SY647_CR0,0,1776,647_AL_.jpg

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s