დრომოჭმული ტრადიციების თანამედროვე პროექცია კინო ეკრანებზე

        ძველ დროში ნაცხოვრებ ადამიანებს, რომ ვუსმენ თავიანთი და მათი წინაპრების ისტორიების მოყოლისას ვფიქრობ, რომ ისინი სხვა საქართველოს შესახებ საუბრობენ და სხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მართალია დროს ყოველთვის აქვს თავისი ცვლილებები და ის ამათუიმ ქვეყანას და ხალხს ერგება, თუმცა ზოგჯერ ძალიან ძნელია თავი იგივე ადგილის ნაწილად იგრძნო, რომელზეც სრულიად განსხვავებულად ჰყვებიან. სვანურ ტრადიციებზე თანამედროვეობაშიც აქტიურად საუბრობენ თუმცა BIAFF-ზე წარმოდგენილი მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” შედარებით ძველ ფასეულობებზეა.

13310614_1749005918669677_8748070795204047716_n_5962121e91ad1.jpg

ფილმი შემაშფოთებელი სურათია ადამიანური ნების, უუფლებობის შესახებ, სადაც ქალი აუცილებლად მარიონეტის როლში უნდა იყოს წარმოდგენილი, როცა მას სთავაზობენ სიყვარულს ის აუცილებლად უნდა დათანხმდეს, მას არ უნდა გააჩნდეს საკუთარი გრძნობები და სურვილები, მითუმეტეს ისეთი რაც მისი ოჯახის სურვილებს შეეწინააღმდეგება, მეტიც მათ “ხალხში გამოჩენისას” შეარცხვენს, ხალხში, რომლის ნაწილსაც თვითონ წარმოადგენენ.

მათემატიკურ მოდელად რომ ვაქციოთ ტრადიციები და ბიზნესის გეგმის მსგავსად მოვახდინოთ მისი მოდელირება, აუცილებლად დაგვჭირდება

პროდუქტი? – ტრადიცია

დამკვეთი? – ხალხი

შემქმნელი და მიმღები? – ხალხი

ვინ ქმნის ამ ტრადიციებს – ხალხი.

ვინ იღებს და ემორჩილება მას – ხალხი.

ვის უქმნის ეს ტრადიციები პრობლემებს, რაც გამოიხატება საკუთარი ნების არ არარსებობით – ხალხი

და რეალურად თუ დამკვეთიც, მიმღებიც და დაზარალებულიც ერთია რაღა საჭიროა მსგავსი პროდუქტის არსებობა, რაც მხოლოდ გვაზარალებს. ვინ უნდა შეცვალოს ტრადიციის მანკიერი მხარეები – რათქმაუნდა ხალხმა ოღონდ დროის დახმარებით.

დროს ყველაფერში დიდი როლი აქვს, მითუმეტეს ტრადიციების სახეცვლილებასა და მის შემდგომ გაქრობაში. სწორედ ასეთ “მიმქრალ” და “მომაკვდავ” ტრადიციებს ვხვდებით ხშირად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

maxresdefault.jpg

დავუბრუნდეთ ფილმს “დედე” – ფილმის დასაწყისში ორი მეგობარი საუბრობს ერთიდაიგივე ქალის სიყვარულზე, რის შესახებაც რათქმაუნდა მათ არ იციან. ეს ძალიან ნაცნობი სცენარია, რომელიც ბევრ უცხოურ ფილმში ვითარდება, თუმცა ზოგჯერ შეუმჩნეველია ნარატივის ხაზი საით წაიყვანს ამ ფაქტს. ამ ფილმში ეს თავიდანვე შესამჩნევია პირველი დიალოგი მეგობრებს შორის ცხადყოფს, რომ მათი სიყვარულის ისტორია იქნება მათი მეგობრობის დასასრულის მომასწავლებელი. დავითი თავს იკლავს სწორედ ამ ფაქტის გამო, დინა კი გეგის აქედან წაყვანას სთხოვს, რაც უკვე საგვარეულო დაპირისპირების საგნად იქცევა, რომელსაც გეგიც ეწირება, დინას კი მეგობარი გირშელი გამოუჩნდება ახალ ხელისმთხოვნელად და ნების საწინააღმდეგოდ ქალი ახლაც იძულებულია დათანხმდეს ამ ქორწინებას. პირველი წინააღმდეგობა დავითთან ქორწინებისას დავითისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. დინას ცხოვრების გზას სწორედ ეს ტრადიციული გავლენა აქცევს ფატალური ქალის ცხოვრებად, რომლის გვერდით “ყველა იღუპება”. რეალურად კი დინა ამ როლში ფუნქციის გარეშეა, ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად დაიგეგმა თავდაპირველად დავითის შემთხვევაში და საბოლოოდ გირშელის შემთხვევაში. საკუთარი ნების გამოვლენისას (იგულისხმება გეგისთან ერთად წასვლა) ის გარიყული ხდება. ერთი ახალგაზრდა ქალის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა, მთელი ეს სიმძიმე და ტვირთი, რომელსაც დინასთან ერთად ფილმის განმავლობაში მაყურებელიც ათრევს, ძალიან რთული ასატანია პერსონაჟისთვის.

dede-still-3.jpg

ფილმში სხვა “უფლებაწართმეული” პერსონაჟიც გვხვდება ამჯერად დინას მეგობარი ქალი, რომელსაც იტაცებენ და აიძულებენ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ განაცხადოს თანხმობა დარჩენაზე, რადგან შესაძლოა მისმა უარმა სისხლისღვრა გამოიწვიოს. გმირებს უკანდახევის თითქმის ყველა გზა მოჭრილი აქვთ, ამიტომაც არ ჩნდება საკუთარი ნების საჯარო აფიშირების სურვილი, რაც ნათლად მიგვიყვანს ცუდ დასასრულამდე. დინა მეგობარზე ძლიერი აღმოჩნდა მან საკუთარი სიყვარულის აღიარება მაინც შეძლო თუმცა მასაც არ ჰქონდა კარგი დასასრული. რეალურად ამ ფილმში არ არსებობს მსხვერპლი საკუთარი მსხვერპლის გარეშე? დინა – საზოგადოებრივი აზრის, “დრომოჭმული ტრადიციების ” მსხვერპლია, თუმცა მსხვერპლია დავითიც – ოღონდ საკითხავია ვისი? ფილმის პერსონაჟების აზრით – ის ამ ქალის მსხვერპლია, რეალურად კი ისიც ამავე ტრადიციებმა მიიყვანა თვითმკველობამდე, ახალგაზრდა კაცს წარმოუდგენლად მიაჩნდა “ჩაშლილი ქორწილის” ლაფით ხალხში გამოჩენა. მსხვერპლია გეგიც – სოფელში დაბრუნებისას მას კლავენ. ამ ფილმში ყველა მსხვერპლია თვით ისინიც კი ვინც ემხრობიან იმას, რომ თუ კაცს სურს ქალის შერთვა, ქალის აზრი უმნიშვნელოა. ისინი ამ შეგონებით გაიზარდნენ, ისინიც გარემოს მსხვერპლს წარმოადგენენ. ეს ფილმი ამ ხალხისთვის სარკეა, რომელში ჩახედვისას ისინი საკუთარ  სულში ჩაიხედავენ. კარგია მსგავსი კინოსურათების შექმნა სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში მძიმე, ტრაგიკული და საბედისწერო მაგალითების ფონზე მაინც მოხდეს გარდატეხა და თუ კიდევ სადმე საქართველოს მიყრუებულ სოფლებში შემორჩენილა დროისთვის მისაბარებელი, დასამარხი და ამოსაძირკვი მთის ტრადიციები, რომლებსაც კარგი არავისთვის მოაქვს, სჯობს სამუდამოდ ქარს გავატანოთ და დავიტოვოთ ის უამრავი კარგი რაც უდაოდ გაგვაჩნია და ასე მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას.

უჩვეულოდ გადაჭედილი იყო,სხვა ახალი ქართული ფილმების მსგავსად ამ ფილმზეც დარბაზი, უხარვეზოდ არ ჩაუვლია ჩვენებას, ფილმის შუა მონაკვეთში ეკრანი გათეთრდა, თუმცა რამდენიმე წამში პრობლემა აღმოიფხვრა, თანაც იმდენად, რომ რამდენიმე ეპიზოდის განმეორებით ნახვის საშუალება მოგვეცა. ეს ტექნიკური პროცესების თანმსდევი ფაქტია, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მოვლენაა, რომელიც იწვევს სხვების ქაოსს, მე კი ამ დროს ღიმილად ვიღვრები. (ვგულისხმობ გაწყვეტილ კინოჩვენებას, გათიშულ ფონოგრამას მუსიკალური ნომრის დროს და ა.შ :D)

3

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s