კინო, როგორც სულის სარკე…

film-331553_960_720.png                   ერთგული მაყურებელი უკვე წლებია ჰყავს კინოფესტივალს – ნაცნობი სახეები, ნაცნობი ადგილი, უცნობებიც მაგრამ უკვე ვიზუალურად “ნაცნობები”, რომლებსაც წლებია კინოში იგივე მიზნით მისულს ვხედავ – ძალიან შინაურ გარემოს ქმნის. ისინიც კინემატოგრაფის ნიმუშების გასაცნობად მიდიან კინო-თეატრში. მიუხედავად კატალოგში არსებული ფილმების ვრცელი სიისა, რაღაც ლოგიკით ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს. ასე მოხდა ფილმ “უსიყვარულო-ს” შემთხვევაშიც.

Без названия.jpg

“უსიყვარულო” ანდრეი ზვიაგინცევის 2017 წელს გადაღებული ფილმია. პირველი რითიც ეს ფილმი მაყურებელს დაიჭერს – სათაურია, რომელიც ცნობისმოყვარეობას აღძრავს წაკითხვისთანავე იმასთან დაკავშირებით თუ რა იმალება მის მიღმა, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, როცა ურთიერთობები უმეტესად “ფასადური” და “უსიყვარულო” გახდა.

ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მოსკოვში მცხოვრებ ოჯახზე, რომელსაც განქორწინება სურს. მათი ყოველდღიური კამათი გავლენას ახდენს მათ მოზარდ შვილზე. ერთ-ერთი კონფლიქტის შემდეგ კი ბავშვი ქრება. მშობლებს მის გაუჩინარებამდეც “შეუმჩნეველი” დარჩათ ის, მისი განცდები, მისი ემოციები, შინაგანი “ომი”, რომელსაც “არასასურველად” ყოფნა იწვევს ბავშვში. “უსიყვარულოდ” გაჩენილი ბიჭი მშობლების დავის საგანი ხდება, თუ ვისთან უნდა დარჩეს ის (ორივე მშობელი თავს არიდებს ბავშვის თავისთან დატოვებას). ისინი საუბრობენ მასზე როგორც ნივთზე, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია და ამ დროს გვერდით რჩებათ საკუთარი შვილის, როგორც ადამიანის არსებობა, მისი დამოკიდებულებები, აზრი, მისი განცდები. ორი ზრდასრული ადამიანის მოზარდის მიმართ, როგორც საგნის მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულება ბავშვში ამსხვრევს ბავშვურ სამყაროს და აშენებს კედელს მშობლებთან, რომლებისთვისაც ის არასასურველია.

LOVELESS-Still-1-c-Non-Stop-Production-Website1-e1484930719735.jpg

და ვისთვისაა სასურველი ის?

ნუთუ არცერთ მშობელს არ სურს მასთან ყოფნა, როცა ამ “უარყოფას” მკაცრად ეჯახება ბავშვი, ის გაქცევის გზას ირჩევს და ამ ქმედებით ის გაურბის არამარტო მშობლებს, რომლებსაც ძნელია ვუწოდოთ “მშობლები”, არამედ იმ გარემოს, რომელშიც ადამიანურმა გრძნობებმა ფასი დაკარგა, სადაც არ უყვართ, არ განიცდიან, არ უთანაგრძნობენ ერთმანეთს. მამა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აშინებს განქორწინება, რომ არ დაკარგოს სამსახური, (რადგანაც მის უფროსს “რელიგიურობის” გამო არ სურს განქორწინებული თანამშრომლები სამსახურში) მხოლოდ მას შემდეგ გრძნობს შვილის არსებობას, რაც ის გაქრა. ბიჭმა თავისი წასვლით უბიძგა მშობლებს რომ შეემჩნიათ მისი “არარსებობა”, მაშინ როდესაც მათთვის მისი არსებობა შეუმჩნეველი იყო. უფროსწორად ის მხოლოდ ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა, რომლის აკიდება არცერთ მათგანს არ სურდა.

ალიოშას დრამა მშობლების დეტექტივად გადაიქცევა, როცა ისინი ბავშვის ძებნის საქმეში ჩაერთვებიან. ამ ფილმში ნაჩვენები სიცივე, ადამიანებისგან გამოვლენილი გულგრილობა ერთმანეთის მიმართ ერთგვარად სახავს ქვეყნის სახეს – გაუფასურებული ურთიერთობების მქონე ადამიანების თავშესაფრის სახეს, რომელსაც რუსეთი ეწოდება.

homeHeaderTitleImage_en_US.png

ზამთარი ფილმის პერსონაჟების არამხოლოდ ფიზიკურ სიცივეში, არამედ მათ შინაგან “ყინვაში” გადადის. ახალი ურთიერთობებიც კი რომლებიც ჟენიასა და ბორისის ცხოვრებაში არსებობს არის ფასადური, მოჩვენებითი “ბედნიერების” მატარებელი, არც ესაა სრულყოფილი, ჯანსაღი, რასაც შეიძლება არშემდგარი ქორწინებისგან თავდაღწევის შემდეგ ნაპოვნი სიყვარული ვუწოდოთ. განზე რჩება ალიოშა – 12 წლის მოზარდი, რომელიც ვერ პოულობს თავის ადგილს აწმყოში, მას უჭირს ეძიოს ის მომავალში და ცდილობს ამ “გაუგებარი” არსებობისგან თავი დააღწიოს. ეს ემოციური და “ტკივილით” სავსე კინოსურათი ერთგვარი აფიშაა, იმ ყალბი ურთიერთობებისა, რომლებსაც ადამიანები კედლებს მიღმა მალავენ. ის ამხელს მთავარი პერსონაჟების მსგავს ადამიანებს, მათ თავიანთ სულში ახედებს და სინდისს უღვიძებს, თუ ის კიდევ გააჩნიათ…

cinemaforalllogo_xtralarge.png

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s