“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”, ანუ მოკლემეტრაჟიანი კინოს მოკლედ გამოხატული ვრცელი სათქმელი

Short_Films

ძალიან ძნელია რამდენიმე წუთში ჩატეულმა რამდენიმე ფრაზამ, სცენამ, ეპიზოდმა გამოხატოს ზოგჯერ საკმაოდ დიდი და რთული სათქმელი, რაც ხშირად სრულმეტრაჟიანი ფილმის შემთხვევაშიც უჭირთ რეჟისორებს. თუმცა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილ ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციის რამდენიმე ფილმში რეჟისორებმა ეს საკმაოდ კარგად მოახერხეს. ჩემს ყურადღებას სწორედ მათ შორის რჩეულ ფილმებზე შევაჩერებ. რომელთაგან პირველია “კედელი” (რეჟისორი: სამუელ ლამპორტი). პირველი კადრი გვიჩვენებს ცათამბჯენებს, რომელთა მიღმაც მარტოხელა ადამიანები ცხოვრობენ, ყოველშემთვევაში მარტო იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი ახერხებს ეს ვიწრო კედლები გაარღვიოს, წაშალოს სიმარტოვე თავისდაუნებურად გარდაცვლილი მეუღლის სურათის კედელზე ჩამოკიდების დროს. ის აჭედებს ლურსმანს და ფასადური კედლის მიღმა მეზობელი იგივე ხმას უბრუნებს კედლის მეორე მხარეს მყოფს. ერთგვარი პაექრობა ვინ დაასრულებს კედელზე მძიმე მასალის დარტყმას კედლის ჩამონგრევით სრულდება. დაირღვა მარტოობის სივრცე და როგორც კი ეს ოდნავ გამოტეხილი კედლის მიღმა შენიშნა კედლის ერთ მხარეს მყოფმა მან გადაწყვიტა რომ უფრო კარგი იქნებოდა კედლის ჩამონგრევა, რადგან ოთახი უფრო დიდი გამოჩნდებოდა და მეტი სივრცე შეიქმნებოდა. ეს ბუტაფორიული კედელი, რომელიც მხოლოდ ერთმანეთისგან გამოცალკევებისთვის არსებობდა აღარ არსებობს, ის ერთგვარად მეტაფორას წარმოადგენდა იმ ფასადისგან, რომლითაც ადამიანები ერთმანეთისგან განცალკევდებიან. გაჩნდა საერთო სახლი, გამყოფი ზოლის, დამაშორებელი კედლის გარეშე, თუმცა პერსონაჟს ისევ უნდა კედელზე სურათის ჩამოკიდება რისთვისაც ის იგივეს იმეორებს, რაც უკვე სხვა მეზობლის კედელზე გადასვლით გრძელდება და საპასუხოდ ისევ იღებს ანალოგიურ დარტყმას კედელზე… რას მოუტანს პერსონაჟს ამ სივრცის გარღვევა? რამდენად მეტ ადამიანს შემოიერთებს ეს სივრცე გაურკვეველია თუმცა საკმაოდ კარგადაა გამოხატული ამ ცათამბჯენების მიღმა ასეთი მასშტაბის მიღმა რამდენად პატარა და მარტოსულია ადამიანი თავის მცირე ნაჭუჭში.

Без названия.jpgshort-films-250x250.png

აღსანიშნავია ფილმი “დამშვიდობება” (რეჟისორი: კლარა როკეტი), რომელიც თვალსაჩინო მაგალითია იერარქიული, სოციალური ფონით “პაექრობისა”, რომელშიც სახლის მეპატრონე და დედის მსახური არიან ჩართულები. როზანა მოახლეა, რომელსაც თავისი ქალბატონის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობასაც უშლიან და აიძულებენ მუშაობას. აქ პერსონაჟში ერთგვარი შინაგანი გარდაქმნა ხდება, რომელთანაც ის შეწინააღმდეგებას ამ სახლიდან წასვლით ცდილობს. ის მიდის იმისათვის, რომ არ დაემორჩილოს “ქალბატონის” ბრძანებებს, ის მიდის იმიტომ, რომ თავი ადამიანად იგრძნოს, რომელსაც თუნდაც ღარიბს, მსახურს, უპოვარს აქვს უფლება ტკივილის, გლოვის გამოხატვაში იყოს თავისუფალი. რასობრივი თემატიკა, სოციალური კლასები, ოჯახური რეჟიმები ემოციურ და სენსიტიურ ამბავს ქმნის როზანას პერსონაჟის ირგვლივ. ის იმდენად “უფლებებს მოკლებულია”, რომ არ შეუძლია იყოს თავისუფალი ოჯახის უფროსის ანხელას გარდაცვალების გამო ტკივილის გამოხატვაში. როზანა მიდის ამ სახლიდან და ტოვებს ამ უთანასწორობის ბრძოლას, რომელშიც გამარჯვებულის როლი ყოველთვის მატერიალურად და სოციალური სტატუსით მაღლა მყოფს სურს. როზანას მეპატრონის ქალიშვილი აყოლებს თვალს, თუმცა არ ცდილობს მის შეჩერებას, ისიც მიუხედავად იმისა, რომ მოზარდია საკმაოდ კარგად აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და თავისი დუმილით ერთგვარად მოკავშირის როლშია და თანაგრძნობის გამოხატვას ცდილობს…

images.jpg

ამოუხსნელია რა იმალება “ჩვენ ყველას გვიყვარს ზღვის ნაპირი” ამ მომხიბვლელი სახელწოდების მიღმა, ეს იყო გაურკვეველი “ფილმი”, რომელშიც არათუ ისაა საინტერესო თუ რისი თქმა სურდა რეჟისორს, არამედ ის თუ საერთოდ რატომ შექმნა ეს ფილმი? იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით ფილმზე “90 გრადუსი ჩრდილოეთით” (რეჟისორი დეტსკი გრაფამი), რომელიც ნამდვილად გამორჩეული კინოსურათია. ის წესების, კანონების მორჩილებას და დაუსრულებელი “კანონის” კანონითვე გამთელების შესახებ გვიყვება პერსონაჟის ამბის მიხედვით, რომელიც ერთგვარ გაურკვევლობაში სწორედ არასრული კანონის გამო ერთვება. ფატალური შედეგები, რომელსაც ქმნის დაუმორჩილებლობა (წითელი შუქნიშანი) ერთგვარი პროპაგანდაა დადებითი ხასიათის, რომელიც მაყურებელს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს. კანონი მოწოდების სიმაღლეზე, წესი როგორც მოწინავე წინამძღვარი არსებობისთვის და დასრულებული “სრულყოფილი” კანონით მიღებული პერსონაჟის თავისუფლება – ეს 21 წუთში ჩატეული დინამიკური სვლაა გმირის ბრძოლისა წესებთან წესების დაცვით, სადაც იღუპება ის ვინც არ ემორჩილება კანონს(რადგანაც ის დაუსრულებელია, შუქნიშანის სახით რომელიც სულ წითელს აჩვენებს) და უკანასკნელი გადარჩენილი სწორედ კანონმორჩილია, რომელიც კანონს კანონთან აკავშირებს და პრობლემის მოგვარებას, გზის გაგრძელებას ისევ კანონთან მორჩილებით ცდილობს, ის ქმნის ე.წ “ზებრას”, რომელიც ნებას რთავს მას გადავიდეს ქუჩის მეორე მხარეს. ეს ერთგვარი იუმორისტული ფანტასტიკაა, რომელშიც უტრირებულია საგზაო შემთხვევების ფატალური ხასიათი თუმცა, სწორედ ამით ხდება ის მკვეთრად პროპაგანდისტული ხასიათის თემასთან “კანონის მორჩილება სიცოცხლის შენარჩუნებისათვის.”

short_films_poster_video

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s