ბათუმი კინოფესტივალის მოლოდინში

……

         სულ სხვა სამყაროში შედიხარ მას შემდეგ რაც კარს სახელოვნებო სივრცეში შესასვლელად შეაღებ – იქ სადაც რაღაც ახალი გელოდება, სხვა სამყაროს ნაწილი ხდები. სხვებთან ერთად ელოდები ახალ ამოუხსნელ ემოციას, რომელიც შენში ამ კარიდან გასვლამდე რჩება, და მას შემდეგაც რაც მის მიღმა აღმოჩნდები, ისევ გარე სამყაროს დაუბრუნდები შენში დაგროვილი ინფორმაცია, ემოცია, განცდები – ფიქრებად, უპასუხო შეკითხვებად, ძიებად გარდაიქმნება, რომელიც ქვეცნობიერის ერთ-ერთ მიძინებულ მაგრამ უკვდავ მოგონებად რჩება.

21641461_2315377682021485_651893734_n

          ასეთივე იყო კარის შეღება ბათუმის ხელოვნების ცენტრში, სადაც შეკრებილი საზოგადოება ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კულტურული ივენთის გახსნის ცერემონიას ელოდებოდა. ამ მოვლენას ესწრებოდა საქართველოს და არამარტო საქართველოს კულტურის სფეროს უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები, მათ შორის გია ყანჩელი და ბუბა კიკაბიძე, რომლებიც ბიაფფისგან სპეციალური პრიზებითაც დაჯილდოვდნენ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

             ყანჩელის მუსიკა თანამედროვედ ააჟღერა ჯგუფმა “აისი” და სხვა განზომილებაში გაგვიყვანა დროებით. მუსიკის დასრულების შემდეგ ტაშის ხმა რომ გაფხიზლებს, იმიტომ რომ დარჩი იქ სადღაც, რომელიღაც ნოტში, ნელ აკორდში, ან რამდენიმე ამღერებულ ფრაზაში…

       ბიაფფის გახსნის ცერემონიალს არ აკლდა ქალაქში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურებიც, რომლებიც მთავარ პოლიტიკურ ამინდს ქმნიან ბათუმში, როგორც ეს ფესტივალი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

15697845_744039332432043_8968273669658866040_n.jpg

           რაც შეეხება გახსნის ფილმს – ეს გახლდათ თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინემატოგრაფისტის გიორგი ოვაშვილის ფილმი “ხიბულა”. ფილმი ტრილოგიის ბოლო ნაწილია, “გაღმა ნაპირისა” და “სიმინდის კუნძულის” შემდეგ. ის საქართველოს პოლიტიკურ სარჩულს ასახავს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას, რასაც ფილმისგან დამოუკიდებლად ვიგებთ, თორემ ფილმის მსვლელობისას არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ ჟღერდება, მითუმეტეს რომ მთავარი როლის შემსრულებლის არც ვიზუალური და არც შინაგანი მსგავსების პოვნა არაა შესაძლებელი პრეზიდენტთან, რომლის შესახებაც საქართველოს მოსახლეობამ ვიცით. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა აღნიშნა ოვაშვილის დამოკიდებულების სიცხადეზე პოლიტიკური წარსულის მიმართ ფილმში. მე ბევრს არ ვისაუბრებ კონკრეტულად ამ ფილმზე, რადგან პირველადი ემოციით ჩემი სიმპათიები იხრება ტრილოგიის პირველი ორი ფილმისკენ, ვიდრე ამ უკანასკნელისკენ. ამიტომაც როგორც სხვა ქართული ფილმების შემთხვევაში ახლაც მოკრძალებით შევეცდები დავაფიქსირო ჩემი აზრი. გამოვყოფ რამდენიმე დეტალს, რაც აშუქებს პრეზიდენტის, როგორც პერსონაჟის შინაგან დეტალებს, რაც საინტერესო და ამავედროს უფრო ძნელი შესამჩნევია განსაკუთრებით “თანამდებობის პირების ” ხასიათში. გამოვყოფ ერთ ფრაზას, რომელიც ვფიქრობ ერთგვარი ლაითმოტივია არამარტო ამ ფილმში არამედ ზოგადად პოლიტიკურ მოღვაწეთა ცხოვრებაშიც.  – “გეგმებს განგება ადგენს ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ”- ამბობს პრეზიდენტი. ამ ფრაზით ერთგვარად ის შემოქმედს, განგებას, ბედისწერას უზიარებს და აკისრებს იმ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე, რაც მას ხალხმა დააკისრა. მიუხედავად მონოტონური სცენებისა (ვგულისხმობ ერთფეროვან ეპიზოდებს) ფილმი მაინც მსუბუქად მაგრამ დინაკურად ვითარდება, რასაც “მუდმივი გაქცევის” მცდელობები განაპირობებს. რამდენიმე ეპიზოდში ჩანს პრეზიდენტი “თანამდებობის გარეშე” ანუ როგორც რელიგიური ადამიანი, რომელიც საღამოს ძილის წინ ბიბლიას კითხულობს (ობიექტივი აფიქსირებს წიგნის ყდას, რელიგიის თემაზე აქცენტირებისათვის) და ის ერთ-ერთ ოჯახში ვიზიტისას მოზარდს ხატს ჩუქნის. ფილმი უტრიალებს კონკრეტულად პრეზიდენტის პერსონას, მხოლოდ ერთ სცენაში ჩანს ნათლად ხალხის დამოკიდებულება იმ პერიოდში მის მიმართ (მოხუცი ქალის სცენა), თუ არ ჩავთვლით მომხრეებს, რომლებიც ცდილობენ მას ამ სიტუაციისგან გაცლაში დაეხმარონ. საფრთხის შემცველი ინფორმაცია ყოველთვის გარედან შემოდის, ხმოვანი საშუალებებით. ჩვენ კი ვრჩებით მაყურებლები პრეზიდენტის გვერდით, როგორც “გაქცევის” მონაწილეები, რომლებიც შემდეგ გაქცევის მცდელობამდე მიდის, მიუხედავად იმისა, რომ როგორც გამსახურდიას პერსონაჟი ამბობს: “მე ხალხის რჩეული პრეზიდენტი ვარ.”, ის მაინც გაურბის მათ.

MV5BZDBjZTVjMmItZDVmZC00YTdhLWE5NDAtN2VlN2ZlYWEwNzllXkEyXkFqcGdeQXVyNTgyODg1OA@@._V1_SY1000_CR0,0,1493,1000_AL_.jpg

რაც შეეხება ქასთს ის თითქმის მთელი შემადგენდლობით წარმოგვიდგინა რეჟისორმა სცენაზე. ფილმი ქართული აუდიტორიისათვის პირველად სწორედ ბიაფფზე იყო წარმოდგენილი.

21698083_2315377678688152_926352654_n.jpg

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი აყალიბებს საინტერესო და მისასალმებელ ტრადიციას ქართველი კინო მაყურებლებისთვის, რაც გამოიხატება თანამედროვე ქართული კინოს ნიმუშების საპრემიერო ჩვენებებში. ყოველწლიურად ამ ფესტივალზე ვეცნობით თანამედროვე ქართული კინოს ამინდს, მის განვითარებას, დინამიზმს, სიახლეებს რაც გვიქმნის წარმოდგენას იმ შესაძლო პროგრესულ კინემატოგრაფიულ მომავალზე, რომელიც ქართულ კინოს აუცილებლად ელოდება…

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s