???

……………………..

who-am-i

დილის ხუთი საათია მე კი ისევ არ მომიხუჭავს თვალი. სხვანაირია დილა რომელსაც გამოუძინებელი ხვდები და სრულიად განსხვავებულია ის მას შემდეგ რაც ტკბილად გეძინა…სამყაროც ასეთია სხვადასხვანაირი ყველა შეხედვისას, ხედიც კი ცვალებადია ფანჯრიდან წელიწადის ყველა დროს, ყოველ დღე რაღაც იცვლება სამყაროში რაღაც სხვანაირი ხდება უფრო ახალი,  უცხო და მიუჩვეველი. სხვა დღეების მსგავსად იმეორებ ცხოვრების ჩვეულ წესს, იღვიძებ, მოწესრიგდები და უერთდები ყოველდღიურობას.  სამყარო – რა უცნაური ქმნილება ხარ ყველა შენშია მილიონობით არსება და შენ ხარ ყველაში, ყველა ორგანიზმში ჩამარხული აწესებ კანონებს, ქმნი წესებს, გრძნობებს, ადამიანებს ჰკარნახობ საით უნდა იარონ შენ კი არ ჩანხარ უბრალოდ ყველა მათგანში იმალები ღმერთის სახელით. ღმერთის რომელიც ჩვენი ყოველი წამის გაგრძელების გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული იმედია.

და მაინც რატომ?

636127021130024767-503510533_8-Weeks-Why.png

რატომ ვართ ერთი უსაზღვრო ზღვისთვის პატარა კენჭი, წვრილმანი მოლეკულა როცა საკუთარი თავები ზღვის დონიდან მაღალ წერტილზე მყოფებს სამყაროს გამგებლები გვგონია. ის კი თვითონ განგვკარგავს, თვითონ განგვაგებს და არც კი ვიცით რა ვუწოდოთ მას ზუსტად… ან რისთვის ვიქმნებით თუ ყველა არსებაში სევდა უნდა იმალებოდეს სრულყოფილ ბედნიერებაშიც კი. ვცოცხლობთ, ვცდილობთ ცხოვრებას ავუწყოთ ფეხი და ყოველდღე უფროდაუფრო ჩამოვრჩებით მას. ის კი ნელ-ნელა ამოუხსნელი წესით გვაკლებს სიცოცხლის დღეებს, წუთებს, წამებს, რომლებშიც ჩვენ ყოველდღე ვცხოვრობთ, რომლებიც შემდეგ მარადიულ მოგონებებად გვექცევა.

e0471949e6189cdac1f70f9b407fa12d--doctor-who-minimalist-minimalist-artვინ გვკარნახობს იმას თუ ვინ უნდა გვიყვარდეს, ვისკენ უნდა ვილტვოდეთ, ვინ უნდა ვაქციოთ ჩვენიანებად, შინაურებად? უხილავი არსი, რომლისგან დაწესებულ წესებს ვაქცევთ ცხოვრებისეულ კანონებად, უთქმელ გრძნობებად, თავშეკავებულ სურვილებად,

აუხდენელ ოცნებებად, უსასრულო შეგრძნებებად, ამაღელვებელ ემოციებად და უბრალოდ ცხოვრებად, ისეთად როგორსაც “ის” ჩვენთვის იმეტებს, ან ჩვენ თვითონვე ვქმნით…

ვინ გვიწესებს მოზომილ დროს არსებობისთვის? რატომ გვაქცევს სწორედ ეს დრო ერთმანეთისთვის ახლობელ ადამიანებს უცნობებად აქცევს, ხოლო შორეულ ადამიანებს უახლოესებად. დრო თავის მორევში გვკარგავს…

რატომაა ყველაზე ტკბილი და გემრიელი აკრძალული ლუკმა, რატომ ვირჩევთ მიუწვდომელს უამრავი მისაწვდომის არსებობის მიუხდავად, რატომ ვფიქრობთ ამდენს, რატომ ვეძიებთ სიმარტივეშიც კი სირთულეებს, რატომ გვინდა კედლის მიღმა დავინახოთ თითქოს შეგვეძლოს ამოუხსნელ კითხვებსაც გავცეთ პასუხები, რატომ გვიჩნდება კითხვები რატომ?

და ისევ რატომ?

?????????????????????????????????????

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s