მე რომ მოვკვდე

 

 

მე რომ მოვკვდე ვინ იტირებს
ვინ განიცდის ამას გულით
ვერ დავძლიე სიცალმხრივე
ვერ მოვიგე დიდი კუში

მე რომ მოვკვდე ვინ იდარდებს
ვის დავწყვიტე ამით გული
ჩემს გაზაფხულს სად იდარებს
აღარ შემრჩა არსში სული

დადის მკვდარი, ძვალი ხორცი
მაგრამ იგი არვის აფრთხობს
არ ემჩნევა ჩემს არსს ცვილი
კვლავ არსებობს, ხალხში სახლობს.

მე რომ მოვკვდე ვინ იგლოვებს
ვინ იდარდებს უფლის გარდა
არ მწყალობდა ალბათ ბედი
დავაშავე რამე განა?

მე რომ მოვკვდე ხელს დავიქნევ
უკან მრჩება ყველა გრძნობა
სიყვარული, სიხარული
ტკივილი და მეგობრობა

მე რომ მოვკვდე გარს მეკვრება
ყველა განცდა ალბათ ირგვლივ
ალბათ ტკივილიც ეხლება
სამყაროსგან წასვლის კივილს

უკანასკნელს რას ვისურვებ
უსურვილოდ ყოფას წამით
ცხოვრებაში რაც მინდოდა
ასრულების არ არს ჟამი.

მე რომ მოვკვდე, რას ვიფიქრებ
მომინდება ქვეყნად ყოფნა?
ის კი ვიცი სევდას, ტკივილს
მუდამ ახლავს მძიმე ყოფა

მე რომ მოვკვდე ეს სიტყვები
ჩანაცვლდება წარსულ დროში
ვეღარაფერს რომ ვერ შევცვლი
სწორედ მაშინ,მაშინ გკოცნი

მე რომ მოვკვდე რაღა რჩება
ზღვა განცდები გულში თქმული
უთენია სევდით ვდგები
არ მეკვრება თვალზე რული

მე რომ მოვკვდე გამიხსენებ
მე ასეთი ვიყავ მუდამ
შეკითხვები, პასუხები, სურვილები
მზღუდავს, მხუთავს.

მე რომ მოვკვდე უკანასკნელს

რას ვისურვებ ეს არ ვიცი
დროს ავირჩევ ცოტატი ნელს
შევაჩერებ სუნთქვას გულით

მე რომ მოვკვდე – ქრება ნელა
წარსული კვლავ თვალწინ მიდგას
მოგონება – გულში ბნელა
მეღვიძება დილით სისხამ

მე მკვდარი ვარ ახლა უკვე
გადავსხახლდი სხვაგან დროში
სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ ახლა
აქაც წვიმა, აქაც თოში

მე მკვდარი ვარ უკვე აღარ
დამრჩენია სურვილები
ეს სიმშვიდე არ მქონია,
ცოცხალი მე სულ ვიღლები.

მე მკვდარი ვარ, აღარაფერს
აღარ ვგრძნობ და არ განვიცდი,
გულგრილობა ბევრჯერ ვცადე
არ გამომდის ვაი, ვიში

მე მკვდარი ვარ, მაგრამ მაინც
მესმის თქვენი საუბრები
არ მსურს თქვენთან ამა ქვეყნად
გზის ბოლოს დგას აქ ურემი

მე მკვდარი ვარ, მომაკვდავი
იგი ყველა ჩვენში ცოცავს
მაგრამ როცა ცოცხალს ჯაბნის
შენ სიცოცხლეს მაშინ ლოცავ

მე მკვდარი ვარ და მშვიდობით
აღარ მინდა თქვენთან ახლოს
რადგან გულით, გონებით და

ყველა გრძნობით სხვაგან სახლობთ

მე მკვდარი ვარ მაგრამ ჩემში
ის ცოცხალი ისევ ცხოვრობს
ვერაფრით ვერ დავამარცხე
ცოცხალია და კვლავ ცოცხლობს

მე რომ მოვკვდე არ არსებობს,
უკვე წარსულ დროში ვამბობ
მე მკვდარი ვარ,მაგრამ თქვენთან
სადღაც ახლოს მაინც ვსახლობ.

29.10.2016
მ.მსხალაძე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s