მამაკაცის ფიქრები

ძნელია იცხოვრო ერთი ქალის გვერდით

დააშრო ფანტაზიის ზღვა

ძნელია გერქვას ერთი ქალის ქმარი

და გვერდს ჩაგივლიდეს სხვა

 

როცა ხარ მარტო, ყველაა შენი

არ გიცავს ზღუდედ ქვა

არ მართავს შენს წინ ეშმაკი კედელს

არ იდგამ უღელს თავს.

 

ძნელია იცხოვრო ერთი ქალის გვერდით

გვერდი ჩაუარო სხვას

არ გააყალო თვალი და სიტყვა

მაგარი ნაშაა ძმა

(ნახე რა ქალია ძმა)

 

ფიქრობ და ფიქრი გერევა თავში

გრძნობ რომ შეგიპყრო მან

ერთი ვიღაცა ჩასახლდა შენში

და ის გითეთრებს თმას

 

ძნელია მხოლოდ გიწოდონ ერთის

და არ ეკუთვნოდე სხვას

ყველა ლამაზია, კალმითნახატია

ყველა უხარია თვალს.

 

მაგრამ ის მაინც ჩნდება შენს გვერდით

ქალზე ცალკეული ფიქრი

ისიც ლამაზია, თუმცა სხვაზე ფიქრში

ახლა ხელს შეგიშლის იგი.

 

ძნელია იცხოვრო ერთი ქალის გვერდით

და არ შეხედო სხვას

ეს ხომ ღალატია ჩუმი ღალატია

ეშმაკზე მინდობილი ქვა.

 

ქალმაც რომ იფიქროს მაშინ რაღას იზამ

ისიც ეზიაროს სხვას?

მასშიც დიდი არის გულში ფანტაზია

შენ კი უტიფარად კლავ.

 

ძნელია იცხოვრო ერთი ქალის გვერდით

და არ შეიყვარო სხვაც

ძნელია იცოცხლო ისე რომ შენში

დაშრიტო ქალთა ზღვა.

 

როცა არსებობს ქვეყნად ის ერთი

მართლა რომ გიყვარს თან (მიუხედავად ამისა)

ძნელია იცხოვრო ერთი ქალის გვერდით

და გვერდს ჩაგივლიდეს სხვა.

(და სხვა გიკრავდეს თვალს)

…………………………………………

 

17/11/2016/

მ.მსხალაძე

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s