კოტეს

თვალზე დამეცა წვიმა

გამოისახა ცრემლი

დღეს მე რაღაცა მტკივა

შენი გარდაქმნა ფერფლით

აღდგომის ჟამზე ცაში

ღმერთმამიგიხმო მასთან

ცრემლი მე რომ მწვავს თვალზე

შენთვის იღვრება ახლა.

ვიცი ნუგეშის ძალა

მაგრამ უძლურობს იგიც

კმარა უდროო წასვლა

ნიკო, კოტე და ბინდი?

სინათლეს ვხედავ მაინც

თუმც ისადგურებს ჯანყი

ნისლშიც სხივები ფანტე

ცოცხლად იყავი მაშინ

რაღაც არტისტულს ვგრძნობდი

რაღაც უზომოდ ღვთიურს

ნათესავ სულში ისევ

გჭვრეტდი შენ მეტად ციურს.

დავკარგე თითქოს რწმენა

გამართლდა ფრაზის ფრთები

ღმერთს კარგი მიჰყავს მასთან

ჩვენ კი ვუხდებით მტრები

ძვირფასო კოტე ვწუხვარ

ამაო არის ყოფა

მირაჟად იქცა არსი

ძაღლი შეჭამა ცოფმა.

თვალზე დამეცა წვიმა

გამოისახა ცრემლი

სიკვდილში მხეცი გვრგვინავს

სასტიკი მკაცრი ბედი.

ახლა დაგტირის ბევრი

შენზე ტკივილით ცოცხლობს.

გავა დრო მაგრამ შვებას

ცრემლით ვერავინ იგრძნობს

არ მინახიხარ არსად

არასდროს მქონდა შანსი

ოდესმე მაინც გნახავ

თუმცა გიცნობდი მაშინ.

ცამ დაგიტირა, ღმერთმაც

ყველას დასწყვიტე გული

ქართველმა დიდმა ერმა

შვილი დაკარგა გუშინ.

გული გაჩერდა სუნთქვა

არ ფეთქავს შენი ძარღვი

თუმცა აქა ხარ გხედავ

ისმის შენი ხმაც ლაღი.

ტირის ცა ტირის ზეცა

იქნებ ეს შენ ხარ თვითონ

ჩვენ ვეღარ გხედავთთუმცა

გულს მიეკარი სითბოთ.

ვიცი ნუგეშის ძალა

ახლა უძლურობს ისიც

კმარა უდროო წასვლა

კმარა უდროო ვიში.

 

24.04.2015

მარი მსხალაძე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s