სტამბოლი_იდუმალი ქალაქი

istanbul-Galata-Tower-1112x630

      ქალაქი, რომლის 1 მ2ზეც კი არასოდეს დამიდგამს სიცოცხლეში ფეხი ასე მგონია ჩემი ნაწილია, ადგილი, სადაც რაღაც საოცრება მელოდება, სადაც უკვე საკუთარ წარმოსახვაში ვიმოგზაურე. ჩემი წარმოდგენით სტამბოლი არის იდუმალება, სილამაზე, სიძველე და სევდა შერწყმული ერთმანეთში, რაც საოცარ სამყაროს ქმნის და ისეთ მგრძნობელობით აღსავსეს, როგორიც მე ვარ. ზოგადად თურქული კინო, ლიტერატურული თუ რეალური სამყაროსადმი ჩემი დიდი ინტერესი და სიყვარული სტამბოლისადმი, რომელიც რეალურად თვალითაც კი არ მინახავს და მაინც მიყვარს, ამავე ქვეყნის წარმომადგენელმა ორჰან ფამუქმა თავისი ნაწარმოებებით განაპირობა. ფამუქმა დეტალებამდე სიყვარულით, სპეტაკი გრძნობით, თბილად და სათუთად აღწერა საყვარელი მშობლიური ქალაქი, იმდენად სათუთად, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებოდა და ეშნოდა მისთვის რამე არ დაეზიანებინა, ან დაეკლო.

images (5)images (4)

ნაწარმოებში „სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი“ უდიდესი სიყვარულია გამოხატული მწერლის მხრიდან. ფამუქი ეთაყვანება და ხოტბას ასხამს სტამბოლს, თითქოს ის მისი საყვარელი ქალი იყოს. მას ასულიერებს და მასშ ხედავს ყველაფერს, რაც შეიძლება მამაკაცმა საყვარელ ქალში აღმოაჩინოს, სილამაზეს, სევდას, უდიდეს სიყვარულს და მიჯაჭვულობას სიყვარულის ობიექტთან. მიუხედავათ იმისა, რომ ის ამგვარ შედარებას არ იყენებს, მკითხველს მაინც რჩება რომანტიკული დრამის გათამაშების განცდა ავტორსა და მის მშობლიურ ქალაქს შორის. ესაა უდიდესი გრძნობა ერთი დიდი არსებისადმი, მისი ვიზუალური და შინაგანი მონაცემების გათვალისწინებით.

images (3)images (7)

სტამბოლი არის ყველაფერი მისი წარსული, რომელთან გაყრაც არ შეუძლია. ქალაქის სული, არქიტექტურა, მისი ქუჩების დასახელებები, ბოსფორის სრუტე, უბნები და ის რაც გასაოცარია მასში ფამუქის კალმის მუდმივი ინტერესის ობიექტი ხდება. მასზე საუბრობს ის თავის სხვა ნაწარმოებებშიც, სადაც ერთ_ერთი მთავარი გმირი ყოველთვის სტამბოლია. დიდი სიყვარულით აღწერს „უმანკოების მუზეუმში“ სტამბოლის ქუჩებს, ჩიხებს, აღმართებს, ბეიოღლუს და სხვა დასახლებებს. გმირთა სასიყვარულო ისტორიის გვერდით ფამუქი თავის პირად გრძნობებს და სიყვარულს სტამბოლის მიმართ ცალკე ავითარებს, როგორც დამოუკიდებელ სასიყვარულო თავგადასავალს. მიუხედავათ იმისა, რომ ის ახლა ევროპაში ცხოვრობს და სხვა ნიადაგი აქვს სამწერლო თემებისა, ის მაინც მუდმივად საყვარელ ქალაქს უტრიალებს და ირჩევს მთავარ სამოქმედო ადგილად თავისი ნაწარმოებებისთვის. ვკითხულობდი წიგნს და ვუცქერდი ფოტოებს იმ ადგილებს, რომლებზეც ფამუქი ჰყვებოდა, ვაცოცხლებდი კადრებს და მწერალთან ერთად მეც ვმოგზაურობდი ამ არაჩვეულებრივ სამყაროში.ძალიან უბრალო, დახვეწილი, მსუბუქი წერის მანერით ფამუქი  აღწერს სტამბოლის სახეს, თუმცა ეს აღწერილობა არ არის ისეთი მოსაბეზრებელი, როგორიც ხშირ შემთხვევაში არის ბუნების, არქიტექტურის და ა.შ აღწერილობა. ის იმდენად დიდ სულს ხედავს ქალაქში და ისეთი დიდი გრძნობით „ხატავს“ და ქმნის მას, როგორც რომანტიკულ და სულიერ სამყაროს, რომ მკითხველზე უმალ გადმოდის ავტორის დიდი სიყვარული საყვარელი ქალაქის მიმართ, სწორედ ამ სიყვარულის „მსხვერპლი“ აღმოვჩნდი ფამუქის მეშვეობით უხილავი ქალაქის მიმართ.

istanbul-newspaper_cover_en.jpg

              უდიდესი მოლოდინით ველოდები სტამბოლის ნახვას, სტამბოლის, რომელიც ფამუქმა განსულიერებულ სხეულად წარმოადგინა, რომელიც გრძნობს, განიცდის და განგაცდევინებს. სტამბოლის აღმატებულების წარმოდგენა სხვა თურქულ მხარეებზე ფამუქის წყალობაა და შედეგიც დიდი ინტერესი ამ ქალაქისადმი, რომელსაც გამოვყობთ თურქული სამყაროსგან ცალკეული, განსაკუთრებული ნიშნების გამო. ფაქტიურად, სტამბოლი არის თურქეთის სული, რომელიც შთამბეჭდავი სამყაროს  სახითაა გამოხატული.HUZUN, რაც თურქულად სევდას ნიშნავს, ნაწარმოებში ცალკე განხილვის საგანია, დამოუკიდებელ თავად გამოყოფილ. სწორედ HUZUN– ი არის ის, რასაც ფამუქი ყველგან ქუჩებში, ხალხში, მოქმედებებში, სტამბოლის ყოფაში ხედავს. და ეს სევდა იმდენად ტევადი, მნიშვნელოვანი და ლამაზია, რომ ის არათუ თრგუნავს ან რეალური სევდის ეფექტით მოქმედებს, არანედ უფრო საიტერესოს ხდის სტამბოლის სიძველეებს და მის წარსულს. თითოეულ ქვის ნატეხსა და ნანგრევებს ფამუქი დიდი სითბოთი აღწერს „საკმარისია გადახედო სინამდვილეს და დაინახო, რომ წარსული სტამბოლის ნანგრევებში სიცოცხლეს აგრძელებს“ წერს მწერალი. ამ დიადი მრავალმხრივი ინტერპრეტაციისა და აღქმის, უამრავი აზრის შემქმნელი ქალაქის თითოეულ დეტალს, რასაც ვკითხულობთ ფამუქთან უდიდესი შთაბეჭდილება მოაქვს მკითხველამდე.

images (2)image5343c4317a9cf.jpg

  „ღარიბი უბნებისა და ბალახით დაფარული ნანგრევების სილამაზით დასატკბობად აუცილებელია, ამ ადგილებისთვის „უცხო“ იყო“ ამბობს ფამუქი, თუმცა მიუხედავათ იმისა, რომ ეს მისი მშობლიური სამყაროა, ყველაფერ ამით ის არანაკლებ ტკბება, თუმცა უფრო განიცდის, ვიდრე „უცხო“, მიჯაჭვულობისა და გაუცხოების ნოსტალგიური გრძნობა ფამუქს ერთდროულად აქვს სტამბოლის მიმართ.

20160303-duChemin-Istanbul-1317.jpg

„ქალაქის არსის შესაცნობად, მხოლოდ იმის დანახვა არ არის საკმარისი, რაც გარეთ ხდევა, ისიც უნდა იცოდე, რა ხდება კედლებს მიღმა“_ სტამბოლის ყოფაში ჩაკარგული ფამუქი თითოეული სიტყვით აღიარებს, რომ გიჟდება ამ ქალაქზე და ამ სიყვარულს იმდენად მძაფრად გამოხატავს რომ ის ავტომატურად გადადის ამავე დოზით მკითველზეც. ერთ_ერთ თავში ფამუქი წერს: „მოულოდნელად ყველაზე შორეული უბნის ყველაზე ვიწრო და სევდიან ქუჩაზე შემიპყრობდა სურვილი, გავქცეულიყავი სახლში და სიტყვებით გადმომეცა ჩემში მფეთქავი ბნელი, იდუმალი და დაღლილი ქალაქი, რომელიც ლაბირინთს ჰგავდა.“ ის ასევე წერს „ჩემმა საყვარელმა ქუჩებმა დიდი ხანია დაკარგული მეორე სამყარო ჩამინაცვლა“.   „ფამუქის სტამბოლის“ ნახვის სურვილი სწორედ ამ ემოციურმა, მყარი სიყვარულით აღსავსე მიმართებამ გამოიწვია ჩემში, რომელიც ფამუქის ნაწარმოებებში ფამუქის ნოსტალგიური, სევდიანი განწყობით და საინტერესო ხელწერითა და აზროვნებით იხატევა უფრო, ვიდრე იწერება. მხატვრობისადმი ბავშვობაში გამოვლენილი ინტერესი მწერალს, რომელიც ამავე ნაწარმოებში საუბრობს ამის შესახებ, ეხმარება იმაში, რომ კალმით არამხოლოდ დეტალურად აღწეროს შინაგანი სამყარო, არამედ ამავე კალმით შექმნას სიტყვიერი, მაგრამ მყარი და დამაჯერებელი სტამბოლის ვიზუალური პორტრეტი, სადაც იქნება, ის რასაც გრძნობს და ხედავს შეყვარებული ადამიანი თავის სიყვარულის ობიექტში.შეუძლებელია არ გავიხსენო მშვენიერი კინო_ნოველები სტამბოლის შესახებ “DO NOT FORGET ME, ISTANBULL”, სადაც მაყურებელს შანსი აქვს იხილოს რამდენიმე ხედვით გაშუქებული სტამბოლი, საოცარი, ღრმა და სევდიანი ქალაქი და რეჟისორების თბილი დამოკიდებულება მის მიმართ.

istanbul-wide-cropped.jpg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s