წიგნის სამყაროში

ბევრი ვიმოგზაურე ბევრსაც ვიმოგზაურებ გუშინ, დღეს და ხვალ შეუჩერებლივ. გაჩერება არ მინდა, არ შემიძლია, არ ვიღლები, არც დავიღლები, თუ ლოგიკურად მივუდგებით გაჩერება მხოლოდ სიკვდილია, რაც მოგვაკლებს საოცარ სიამოვნებას, სიამოვნებას კითხვისას. ბოლოხანს მეტწილად ორჰან ფამუქის მეგზურობით ვმოგზაურობდი იქ, წიგნთა სამყაროში, ამ მარშრუტმა ძალიან გამიმართლა მოლოდინი და ყოველი ახალი მოგზაურობის დროს და ადგილს ამ მწერალთან ერთად ვირჩევდი.
ჯევდეთ ბეი, ქემალი, ფუსუნი, კა და სხვა გმირები ამ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იყვნენ. ყველა მომეწონა, მაგრამ ყველაზე მეტად ქემალი შემიყვარდა, ის ძალიან მგძნობიარე და მამაკაცური აღმოჩნდა, ის აურა, სასიამოვნო ატმოსფერო რაც ამ ტურისტულ გიდს ორჰან ფამუქს და ტურისტუილ ადგილს მის წიგნებს ჰქონდა წარუშლელი შთაბეჭდილების მომტანი იყო ყველა სხვა მკითხველისთვისაც, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულად. ეს იყო მოგზაურობა უსასყიდლოდ, უბილეთოდ და უმისამართოდ, რომელიც გზად უამრავ სიურპრიზს მახვედრებდა. ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ არ კითხულობ, ან გესმის პერსონაჟების დიალოგი, შენ გრძნობ პერსონაჟებს მათ განცდებს და არამარტო ეს, შენ ფამუქთან ერთად მართლაც მოგზაურობ იდუმალი სტამბოლის იდუმალ ქუჩებში. მისი ნაწარმოების კითხვისას სულ გრძნობ ავტორს, რომელიც მის დაწერილ ყოველ სიტყვას ახლავს.

                                                                                                         

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s